“ჩემი საუკეთესო მეგობარი” – გიორგი ვარდოსანიძე შვილთან ერთად გადაღებულ უსაყარლეს კადრებს აქვეყნებს (ფოტოები)

0
282
19 Views

35 წლის ქართველი მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის პოპულარულ სერიალში “გოგონა გარეუბნიდან” გამოჩნდა. გიორგიმ ლევან ხომერიკის პერსონაჟი შექმნა და მას შემდეგ არაერთ ცნობილ პროექტშიც მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ვარდოსანიძე დაიბადა 1988 წლის 26 ივნისს. 2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი. წლების მანძილზე მიჰყავდა გადაცემა „გააცინე და მოიგე“, ახლა კი საავტორო პოდკასტს უძღვება. 2007 წლიდან არის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი და ამ ეტაპზე მონაწილეობას იღებს მაყურებლისთვის ძალიან საყვარელ მიუზიკლში “შეყრა”.

გიორგიზე განსაკუთრებით ბევრს საუბრობდნენ მაშინ, როცა ის პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” იღებდა მონაწილეობას. მეორე სეზონში გამარჯვება რუსკა მაყაშვილმა მოიპოვა, გიორგი კი, მეწყვილესთან, სალომე ჭაჭუასთან ერთად, მეორე ადგილს დასჯერდა.  პროექტ ”ცეკვავენ ვარსკვლავების” მსოფლიო პრაქტიკას მრავლად ახსოვს საცეკვაო მოედანზე ჩამოყალიბებული ურთიერთობების პრეცედენტი. როგორც ჩანს, მაყურებლისთვის შესრულებული ცეცხლოვანი ცეკვები რეალურადაც აღვივებს ცეცხლს მონაწილეებს შორის და ამისაგან დაზღვეული მართლაც არავინაა. ჭორები იმის შესახებ, რომ გიორგისა და სალომეს ერთმანეთი შეუყვარდათ, გამართლდა და წყვილმა ჯვარი 2014 წელს დაიწერა. ეს ურთიერთობა მალევე დასრულდა, გიორგიმ და სალომემ კი კარიერული განვითარება და წინსვლა განაგრძეს.

2018 წელს გიორგიმ კიდევ ერთხელ იქორწინა, ამჯერად 10 წლით უფროს ქალზე. “ერთი წელია, რაც დაქორწინებული ვარ”, – ამბობდა მაშინ ჟურნალ “თბილისელებთან” საუბრისას, თუმცა ეს ქორწინებაც დასრულდა.

გიორგი ვარდოსანიძემ მეგობრებსა და გულშემატკივრებს 2022 წელს ამცნო, რომ ის მალე მამა გახდებოდა. მისი რჩეული მშვენიერი მარიამ უშვერიძეა. მათ პირველი შვილი, ადამი, 2023 წლის იანვარში შეეძინათ. როგორც გიორგი ამბობდა, შვილის დაბადებამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა:

“ადამი რომ გაჩნდა, კორიდორში დავრბოდი. ტირილი რომ გავიგე, ყველაზე უცნაური იყო. შემეშინდა. როგორც კი მითხრეს, რომ მშვიდობა იყო და გულზე უნდა დამეწვინა. მერე მეც ვიტირე. ამას ვერ აღვწერ. პირველად ვიგრძენი, რომ ჩემს თავში ყველაფერი გაითიშა, ვაკუუმის შეგრძნება მქონდა. პირველი ერთი კვირა ისე ვიყავი, ხელი როგორ მოვკიდო, არ ვატკინო-მეთქი. რომ შევხედე, ძალიან სასაცილო იყო. ჯერ ცხვირი გამოვიდა, იმხელა ცხვირი ჰქონდა – ეგ ჩემი გამოჰყვა. რომ გავიგე, კარგად იყო, მერე მარიამზე გავარკვიე მისი მდგომარეობა და ყველაფერი რომ კარგად დამთავრდა, ძალიან ემოციური იყო“, – ამბობდა ვარდოსანიძე.

ამჯერად გიორგი ვარდოსანიძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:

Cesko