„სააკაშვილმა მითხრა, მე მოცარტი ვარ და გიგა – სალიერიო… მოვიდოდა და ითხოვდა, გვეთქვა, რომ ყველას ისევ გვიყვარს” – თამარამ მიშას უცნობი ახირებები გამოფინა

0
679
27 Views

სააკაშვილი ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ ადგილას გაიჭედა და არ იღებდა რეალობას, ითხოვდა, გვეთქვა, რომ ყველას ისევ გვიყვარს, რომ არარეალისტური სურათები გვეხატა, ერთხელ მითხრა, მე მოცარტი ვარ და გიგა – სალიერიო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა რადიო „სივრცეში” განაცხადა.

„ჩვენ ხომ ვიცით, რომ სასამართლო პრობლემა იყო, ხომ გვინდა სასამართლოს გამოსწორება, რადგან იმ არჩევნებსაც ხომ წავაგებთ, როცა იქნება და არ მინდა, პოლიტპატიმარი ვიყო შემდეგ ვადაში. არც ის არ მინდა, „ქოცები” გასამართლდნენ და პოლიტპატიმრები ერქვათ და ამ ყველაფერს სჭირდება სისტემური ცვლილება. სისტემური ცვლილება რომ გააკეთო, ჯერ ის პრობლემა უნდა დაინახო, რაც გქონდა. სააკაშვილი კი არ გვაძლევდა ამ პრობლემებზე ლაპარაკის საშუალებას. ანუ ყველაფერში მართალი იყო. სულელი ხარ, თუ ყველაფერში მართალი გგონია თავი.

მე 2012 წელსაც ვიცოდი, რა იყო სააკაშვილის პრობლემები. 2013 წელს სიტყვა მემკვიდრეობა ვახსენე და გამოქვეყნებულ კადრებში სანიტრებს როგორც ესროდა რაღაცებს, ნანახი მაქვს მე ეგ, რადგან მე მესროლა ქაღალდები და რაც ხელში მოხვდა. მემკვიდრეობა რომ ვუხსენე, მიწას მაყრიო, გამიბრაზდა, ისტერიკაში ჩავარდა და მივხვდი, რომ ძალიან ცუდად არის და არ არის კარგად. მაშინვე დავიწყე ამაზე მუშაობა. გიგასთან მივედი და ვუთხარი, რომ ცუდად არის. ასე არ ყოფილა აქამდე. მარტო არ ვიყავი მაშინ ოთახში, ეს რომ დაემართა.

ფსიქოლოგიურად გაიჭედა ძალიან ცუდ ადგილას და არ იღებდა რეალობას. ითხოვდა, გვეთქვა, რომ ყველას ისევ გვიყვარს, ითხოვდა, რაღაც არარეალისტური სურათები გვეხატა მისთვის. ერთხელ მითხრა, შენ არ გესმისო. მე მოცარტი ვარ და გიგაზე თქვა – სალიერიო. არ იღებდა რეალობას, რომ ვუხსნიდი, არის ხალხი, რომელიც შენ მხარს გიჭერს და ამაზე მეტი ხალხი არის, რომელიც მხარს არ გიჭერს-მეთქი. გასაგებია, რომ გინდა, მოიგო მათი გულები, მაგრამ თუ არ აღიარე, რომ ახლა მხარს არ გიჭერს, გულსაც ვერ მოიგებ. ჩვენ მარტო დავრჩით მაგ ამბავში. მე გვარამიასთან, ირმა ნადირაშვილთან, მელიასთან დავრბოდი და ვიძახდი, რომ ეს კაცი საკუთარი თავისგან არის გადასარჩენი და არ წაგაქციოთ, კედელი გაუკეთეთ, რადგან კედელს თუ გაუკეთებ, დაეჯახება და უკან წავა. ანუ ინფანტილურია მიშა და იქამდე ტირის, სადამდეც გასდის. ეს ვერ ავუხსენი და წააქცია ხო მელია, გვარამია. ამ ყველაფერში მე გავატარე ოთხი წელი. გიგა გამალებული ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობის” დემოკრატიზაციას, რომ წესებზე აგებულიყო პარტია და არა ბელადის ახირებებზე”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

სხვა ახალი ამბები:

“გილოცავთ დაქორწინებას” – ამერიკაში, სარეკლამო მონიტორზე გიული ალასანიას და გიორგი ჩალაძის ფოტოები გაუშვეს (ვიდეო)

„კაბუ გაქცეული იყო საფრანგეთში იმიტომ, რომ რაღაცას ღიღინებდა ბიძინას და ბერას მიმართულებით – რას გავხართ ყველა…“ – მიშა მშვილდაძეს უცნაური აზრები მოეძალა

„დღეს ამის გაკეთება ძალიან ტრენდული გახდა ბავშვებში, ნუ სტრესავთ პატარებს!“ – რის შესახებ აფრთხილებს კატეგორიულად  ქართველი პროფესორი მშობლებს 

“გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო მზის სხივო! ბერუკა – 4 წლის” – ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის უფროსი ვაჟი იუბილარია (ფოტოები)

გიორგი ვაშაძის სადღეგრძელოები, რამაც ეკა მიშველაძე დაღალა (ვიდეო)

„სიკეთის გეშინიათ ვითომ „კაი ტიპებო“? ფლიდი ახლობლების მოწონებას იმსახურებთ“ – გია აბაშიძის მწვავე გამოხმაურება ვიდეოზე, რომელსაც უდიდესი აჟიოტაჟი მოჰყვა

“რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ქართველი ქალები კი „გაბლატავებულები“ არიან“ – აჩი ფურცელაძე

„ქართველმა კაცმა 4 ომი გადაიტანა ჩემს თაობაში. ახლა მოვიდა თაობა, რომლის ქალები საკუთარ მეორე ნახევრებს ციხეში სვამენ” – რას აცხადებს ლალი მოროშკინა? (ვიდეო)

მან ეს ნამდვილად დაიმსახურა – ნიკოლოზ წულუკიძემ ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება ემოციურად აღნიშნა

Cesko