22 Views
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად კონგრესს გადაუდებელ საბიუჯეტო მოთხოვნას გაუგზავნის. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან ამერიკელებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„ეს არის გონივრული ინვესტიცია, რომელიც ამერიკის უსაფრთხოებისათვის დივიდენდებს თაობებისთვის გადაიხდის. დაგვეხმარეთ, დავიცვათ ამერიკული ჯარები საფრთხისაგან. დაგვეხმარეთ, ავაშენოთ მსოფლიო, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მშვიდობიანი, უფრო აყვავებული ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. ეს არის ისრაელის უსაფრთხოების მიმართ უპრეცედენტო ვალდებულება, რომელიც გააძლიერებს ისრაელის ხარისხობრივ სამხედრო უპირატესობას, რისი ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.