შვილის მკვლელობა: ცნობილი გახდა 67 წლის კაცის ვინაობა, რომელმაც საკუთარი შვილი თავში ნაჯახის ჩარტყმით ადგილზე მოკლა

0
371
35 Views

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში მოკლული კაცი 39 წლის კობა აწკარუნაშვილია. მას სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში მამამ მიაყენა.

საშინელი ტრაგედია: მამამ შვილი ნაჯახით მოკლა – სად მოხდა შემთხვევა (დეტალები)

67 წლის ივანე აწკარუნაშვილი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

“მთავარი არხი”

სხვა ახალი ამბები:

VIDEO: რა ხდება სანზონაში, სადაც კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

“გოგონა ჯერ გავგუდე, მერე გავაუპატიურე” – ვინ არის ქართველი მსოფლიოს 4 გზის ჩემპიონი, რომელმაც პატარა გოგონა მოკლა – დეტალები

 

“ამ ვიდეოს აქვეყნებენ პალესტინელები: აი როგორ უვლიდა ისრაელში ჰამასი ბავშვებს” -„ჰამასი“ ჩვილების მკვლელობას კატეგორიულად უარყოფს- რა ვიდეოს ავრცელებს თეონა ცხომელიძე

 

 

Cesko