31 Views
ორგანიზაცია „ჰამასი“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თავისი პოზიციის გამო მადლობას უხდის. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
„ჩვენ ვაფასებთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოზიციას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სიონისტური აგრესიის მიმართ და მის წინააღმდეგობას ღაზას ალყის, ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმების მიმართ“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
ვლადიმირ პუტინმა რუსული ენერგეტიკის კვირეულის პლენარულ სხდომაზე ომზე ისაუბრა. პუტინმა ისრაელსა და ღაზაში მსხვერპლის ზრდის გამო „შეშფოთება გამოთქვა“.
პუტინმა ორივე მხარეს მოუწოდა საბრძოლო მოქმედებები ნულამდე დაიყვანონ.