იცოდით, რომ მხოლოდ რამდენიმე კოვზ თაფლს შეუძლია ყველაზე ჩვეულებრივი წყალი ჯანმრთელობისა და სილამაზის ჯადოსნურ სასმელად გადააქციოს?
თუ ამ სასმელს რეგულარულად დალევთ, ძალიან მალე შეამჩნევთ დადებით ცვლილებებს. პირველ რიგში, ამ გზით თქვენ დააჩქარებთ მეტაბოლიზმს და გამოდევნით ორგანიზმიდან ტოქსინებს, რაც წონაში უფრო სწრაფად დაიკლებთ.
ერთი ჩაის კოვზი თაფლი გახსენით ერთ ჭიქა ონკანის წყალში. მიიღებთ 30%-იან თაფლის ხსნარს, რომელიც შემადგენლობით სისხლის პლაზმის იდენტურია. თაფლიან წყალს ორგანიზმი სწრაფად და მთლიანად ითვისებს.
თაფლიანი წყალი ამაღლებს იმუნიტეტს. შველის ქრონიკულ სურდოს, ბრონხიტს, ფილტვებიდან გამოდევნის გათხიერებულ ლორწოს.
ასუფთავებს ნაწლავებს, ახდენს მათ სანაციას. გაქვავებული ფეკალიები წელის არეში იყრის თავს, ამიტომ თაფლიანი წყლის სმის
საწიყის ეტაპზე შეიძლება წელის მოცულობა გაიზარდოს, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ. საქმე ის არის, რომ თაფლიანი წყლისგან გაქვავებული ფეკალიები იჟღინთება, თანდათან რბილდება და ორგანიზმიდან გამოიდევნება. მთელი ორგანიზმი სუფთავდება უჯრედების დონეზე. მაღლდება ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. უმჯობესდება მსხვილნაწლავის მუშაობა.
სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით თაფლიანი წყალი უნდა დალიოთ დილით უზმოზე, ერთბაშად, ერთი მოსმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კუჭის სფინქტერი მაშინვე იხსნება და სითხე ნაწლავებში გადადის, საიდანაც სისხლში შეიწოვება.