უკრაინასა და პოლონეთს შორის ვითარება იძაბება – კიევი პოლონეთიდან შემოსულ რამდენიმე აგრარულ პროდუქტზე ემბარგოს დააწესებს

0
411
31 Views

უკრაინული მედიის ცნობით, უახლოეს დღეებში უკრაინა პოლონეთიდან ხახვზე, პომიდორზე, კომბოსტოსა და ვაშლზე ემბარგოს დააწესებს. უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ტარას კაჩკას თქმით, ამის მიზეზი უკრაინის მიზანია, დაარწმუნოს ვარშავა, დაეთანხმოს მარცვლეულის ვაჭრობის ლიცენზირების მექანიზმს, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირთან თანამშრომლობით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის ძალისხმევა მიმართულია არა პოლონეთთან ურთიერთობების გაუარესებისკენ, არამედ დავების გადაწყვეტის ცივილიზებული მეთოდების შემუშავებაზე.

უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ უკრაინამ ხუთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დაკარგა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის იმედი. სწორედ ამიტომ, 18 სექტემბერს უკრაინის მთავრობამ სარჩელი შეიტანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ. ამ დრომდე უკრაინის მთავრობას პოლონეთისგან პასუხი არ მიუღია.

Cesko