37 Views
არიან ადამიანები, რომლებიც არ ჩანან, მათზე არც წერენ და არც ხმამაღლა საუბრობენ, მაგრამ ქვეყნისთვის ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ – უჩუმრად, უხმაუროდ. სწორედ ასეთ ,,უჩინარ” გოგოს დღეს ჩვენი თანადგომა სჭირდება დაავადებასთან ბრძოლაში – ეფემია წიკლაურს. ის საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომელია. მტვრიან, სიძველისგან გაყვითლებულ დოკუმენტებს აარქივებს, რომ ქვეყანას შემოუნახოს. ეფემია სხვადასხვა დროს სტატიებს აქვეყნებდა ,,გუმბათსა” და ,,სარკეში”.
„ჩემო ძვირფასებო, კეთილო ადამიანებო! ჩემს (ჩვენს) მეგობარს და თანასოფლელს, ეფემია წიკლაურს, სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა. გოგოს, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თავმდაბლობითა და უფლის დიდი სიყვარულით, დაუდგინდა სისხლის სიმსივნე (ჰოჯკინის ლიმფომა), რომელიც საჭიროებს ძვირადღირებულ კვლევებსა და მედიკამენტებს.
ოჯახმა ყველა ფინანსური რესურსი ამოწურა, ახლა კი ჩვენი ჯერია… მხოლოდ უფლისა და თქვენს იმედად ვართ, ჩემო ძვირფასებო. გვჯერა, ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად. ვისაც რისი შესაძლებლობა გაქვთ, თუნდაც ლარით დავეხმაროთ, რომ ფეფომ კვლევები და მკურნალობის კურსი კვალიფიციურ კლინიკაში გაიაროს. თვითონ ძალიან შემართებით არის”, – წერს ნათია ჯუხარაშვილი სოციალურ ქსელში.
პ/ნ 16001004126
ანგარიში: GE30TB7803645064300060
თიბისი ბანკი.
მიმღები: ეფემია წიკლაური
სხვა ახალი ამბები: