„თურქეთში გადავედი 500 ლარით, ბავშვები რომ გამომეწყო სასკოლოდ“ – ოჯახი კოკოტაურიდან

0
1735
36 Views

„ის გვიყიდა დედამ, რაც დავაბარეთ. ყველაფერი გვიყიდა. კარგი იქნებოდა, ჩვენ თვითონ შეგვერჩია,“ – გვითხრეს ლუკამ და ლიკამ, რომლებსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით. ბავშვებს და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის სამზადისზე ვკითხეთ. „თურქეთში გადავედით, ქემალ-ფაშაში მე და ჩემი მეუღლე. გვინდოდა ყველაფერი გვეყიდა და ბავშვები არ დაჩაგრულიყვნენ… 500 ლარით ორივე ბავშვი გამოვაწყვეთ სასკოლოდ, საყიდელი კიდევ ბევრია, თუ მიყვები და ყველაფერს იყიდი, მაგრამ,“ – გვიყვება ირმა დიასამიძე და მისაღებ ოთახში მაგიდას ამზადებს, ბავშვებმა საძინებლიდან ახალ-ახალი ტანსაცმელი რომ დაალაგონ და გვაჩვენონ. „ყველაფერი გვიყიდეს, ტუფლები, ჩანთა და ქოლგაც,“ – ამბობს ლუკა. ქოლგის ხსენებაზე ლიკაც ქოლგას დასწვდა გასაშლელად.

ლიკა და ლუკა თავართქილაძეები

„დედა თურქეთში გადავიდა საყიდლებზე, რადგან აქ უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთში,“ – ამბობს ლიკა. – „მე ჩანთა დავაბარე, როგორი მინდოდა და ფერადი ქოლგა, დანარჩენი დედამ შემირჩია“, – დასძინა მან. „ბავშვებს იმდენი რამ უნდათ. თანაკლასელები რომ რამეს იყიდიან, გეტყვიან, მეც მინდაო. მანქანას და რამე ისეთს ხომ არ ითხოვენ, მაგალითად, ფეხსაცმელი მოუნდებათ, ან რამე. არ გვინდა დაიჩაგრონ, ყველაფერი გვინდა, რომ ვუყიდოთ,“ – საუბარში როლანდ თავართქილაძე ერთვება. როლანდ თავართქილაძის ოჯახი სოციალურად დაუცველია. იგი სოფლის სანიაღვრე არხის დასუფთავებაზე მუშაობს და დამატებით 300 ლარს იღებს. ბავშვები ახალი ტანსაცმელების ჩვენებას ასრულებენ. ირმა ამბობს, რომ წინა წლებში მუდმივად ბათუმში ყიდულობდა ტანსაცმელებს, ვიდრე ახალი სასწავლო წელი დაიწყებოდა. „შარშან ბათუმში ვიყიდეთ და ძალიან გაგვირთულდა… წელს პირველად გადავედი თურქეთში და კმაყოფილი დავრჩი. თანაც, ადრე გადავედით, რომ რიგები არ ყოფილიყო, არც ყოფილა სასწაული რიგი,“ – გვითხრა ირმა დიასამიძემ. „საკანცელარიო ნივთები გვაქვს ახლა შესაძენი. იმედია, სკოლის დაწყებამდე ვიყიდით მაგასაც,“ – ამატებს როლანდ თავართქილაძე. „დაახლოებით 100 ლარი მაინც დასჭირდება ორი ბავშვის საკანცელარიოს,“ – ანგარიშობს ბავშვების დედა და შემდეგ იმასაც აღნიშნავს, რომ კოკოტაურის სკოლაში სპორტული და შემოქმედებითი წრე რომ არ მოქმედებს, ქედის ცენტრამდე კი, ბავშვების ტრანსპორტირება პრობლემაა. „გვინდა, რომ დადიოდეს ტრანსპორტი ქედის ცენტრამდე სპეციალურად ბავშვებისთვის. გვინდა, ჩვენმა ბავშვებმაც იარონ წრეებში… საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უჩერებს ბავშვებს,“ – აღნიშნა ირმა დიასამიძემ. „მუსიკაში ივლიან, ლუკას ფეხბურთიც აინტერესებს,“ – ამბობს როლანდი. კოკოტაურის სკოლაში სულ 28 მოსწავლეა. ლუკა ამბობს, რომ თავის კლასში სულ 3 ბავშვია. „ჩვენ სულ ორნი ვართ,“ – შენიშნა ლიკამ. „აბა, ჩემი მოსწავლეობის დროს, 12 ვიყავით კლასში, სკოლაში კი, 150 ბავშვი იყო. ბოლო წლებში დაცარიელდა სოფელი, წავიდა ახალგაზრდობა ქალაქში, იქ მუშაობენ, ქალაქი უკეთესი დარჩა. მთავრობა სოფლის მეურნეობას არ უყურებს, არც ყურძნის მიმღებია, არც თამბაქოს ქარხანა…“ – ამბობს როლანდ თავართქილაძე.

სხვა ახალი ამბები:

“ალბათ თქვენს ენაზე რაღაცას გვეუბნებით და ჩვენ ჯიუტათ არ გისმენთ…მერამდენედ გაგვაფრთხილონ…”

თბილისში, მეწყერის საფრთხეა – ნახეთ, რომელი უბნებია მაღალი რისკის ზონაში?

სინოპტიკოსები დღეს და ხვალ მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1500 და 3000 ლარი გახდება – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

Cesko