თბილისში, მეწყერის საფრთხეა – ნახეთ, რომელი უბნებია მაღალი რისკის ზონაში?

0
3207
36 Views

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.

ნალექის მატებასთან დაკავშირებით 112 მოქალაქეებს სმს შეტყობინებებს უგზავნის და აფრთხილებს.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა სუხიშვილი Mshoblebi.ge-ს ესაუბრა, თბილისის რომელი უბნებია ყველაზე მეტად მეწყერსაშიშ ზონაში.

„თბილისში გამოსაყოფია შემდეგი რისკის შემცველი მეწყერსაშიში ზონები: ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდი, გაგრძელებული მთაწმინდის და სოლოლაკის ნაწილით, ვაშლიჯვრის ფერდი (ლისის ფერდობიც შედის), ნუცუბიძის პლატოს ნაწილი, გლდანის ჩრდილოეთით გლდანულას ხეობა, ასევე, თემქაზე ე.წ. შეშელიძის მეწყერი, რომელიც ყველაზე თვალსაჩინო და აქტიურია. თბილისში არის კიდევ ბევრი ფერდი, სადაც სხვადასხვა მეწყრული პროცესის ერთეული გამოვლინებებია“,- ამბობს ლაშა სუხიშვილი.

სხვა უახლესი ამბები:

 

„ღა­მის ორი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რომ მე­წყერ­მა კარი შე­მო­ან­გრია…” – გამაოგნებელი ფოტო და ამბავი წუხანდელ სტიქიას გადარჩენილი ადამიანისგან

(ვიდეო) – “ორი შვილი გამოიყვანა და მესამე წაართვა წყალმა… ღამე იყო, ვეღარ მოასწრო მესამეს გამოყვანა” – გურია

(ვიდეო) “ამ ეზოში გავათენებინო ღამე ჩემს 3 წლის ბავშვს? იქნებ გვიშველოთ, ორი დღე კიდევ უნდა იწვიმოს” – მოქალაქე სტიქიის ზონიდან

Cesko