„ღა­მის ორი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რომ მე­წყერ­მა კარი შე­მო­ან­გრია…” – გამაოგნებელი ფოტო და ამბავი წუხანდელ სტიქიას გადარჩენილი ადამიანისგან

0
1483
60 Views

ქო­ბუ­ლეთ­ში სო­ფელ კონ­დი­ტში მცხოვ­რე­ბი მინ­დია ჯა­ფა­რი­ძე წუ­ხელ გან­ვი­თა­რე­ბულ სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნებს იხ­სე­ნებს.

„ამბებთან“ სა­უ­ბარ­ისას ამ­ბობს, რომ მე­წყერ­მა სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხის კარი მა­შინ შე­ამ­ტვრია, რო­დე­საც მამა-შვილს ეძი­ნათ. მინ­დია ჯა­ფა­რი­ძე იხ­სე­ნე­ბა, ხუთი წლის წინ მე­წყე­რი მისი სახ­ლის ეზო­ში გან­ვი­თარ­და, მა­შინ ქო­ბუ­ლე­თის მე­რი­ამ ფერ­დსა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა.

“სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ვინ და­შა­ვა­ვე­უ­ლა. ღა­მის ორი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, შვილ­თან ერ­თად ოთახ­ში ვი­წე­ქით, კე­დელ­თან მი­წის მასა მო­ვი­და და უკვე თავ­ზე და­მე­ფა­რა მიწა, მე­წყერ­მა კარი შე­მო­ან­გრია. ოთახ­ში მე და ჩემი 18 წლის შვი­ლი ვი­ყა­ვით, ერთი შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი მყავს. ჩემი მე­უღ­ლე თურ­ქეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე 112-ს შე­ვა­ტყო­ბი­ნეთ, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი მა­ლე­ვე მო­ვიდ­ნენ. დღეს დი­ლით გე­ო­ლო­გე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ამ დრო­ი­სათ­ვის თავს ბი­ძაშ­ვი­ლებს ვა­ფა­რებ. სახ­ლი ძა­ლი­ან არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, სა­დაც პირ­ვე­ლი დარ­ტყმა მოხ­და, იქ ვი­ყა­ვი. მე­წყე­რი იქ გან­ვი­თარ­და, სა­დაც არა­ვის არ გვქონ­და მო­ლო­დი­ნი. ახლა ძლი­ერ­მა წვი­მამ სად და­ტო­ვა ნაპ­რა­ლე­ბი, არ ვი­ცით, სწავ­ლო­ბენ გე­ო­ლო­გე­ბი. მე­წყე­რი სახ­ლის ეზო­ში ხუთი წლის წი­ნაც იყო, მა­შინ მე­რი­ამ გა­ა­კე­თა ფერ­დსა­მაგ­რი, მხო­ლოდ ჩვენ­თან იყო სტი­ქია. ჩემი სო­ფე­ლია ზედა კონ­დი­ტი”, – თქვა მინ­დია ჯა­ფა­რი­ძემ.

ambebi.ge

უახლესი ამბები:

(ვიდეო) “ამ ეზოში გავათენებინო ღამე ჩემს 3 წლის ბავშვს? იქნებ გვიშველოთ, ორი დღე კიდევ უნდა იწვიმოს” – მოქალაქე სტიქიის ზონიდან

(ვიდეო) – “ორი შვილი გამოიყვანა და მესამე წაართვა წყალმა… ღამე იყო, ვეღარ მოასწრო მესამეს გამოყვანა” – გურია

 

 

Cesko