“ჩემმა მეუღლემ, რომ დააგდო ტელეფონი და დაიფშვნა, მერე უკვე საბოლოოდ გავაცნობიერე, რაც მოხდა…”- ლევან კბილაშვილის დედა

0
491
39 Views

ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც საკუთარი გაუსაძლისი ტკივილის შესახებ საუბრობს და ტრაგიკულ დღეებს იხსენებს.

„მინდა თვალები დავხუჭო და ჩემს შვილთან აღმოვჩნდე. ლევანიკო ძალიან მორწმუნე იყო, ძალიან უყვარდა ღმერთი. ყოველ ღამე ვურეკავდი და ვეკითხებოდი მივიდა თუ არა სახლში, ეს ყველაფერი მობეზრებული ჰქონდა ჩემგან. იმ საღამოს არ დავურეკე, ვიფიქრე აღარ შევაწუხებ და დაისვენოს მეთქი. მეორე დილას ჩვეულებრივად ვზივარ ბედნიერი და რაღაცებს ვაზიარებ.

ვნახე პოსტი, სადაც ეწერა, ეს რა გვიქენი ბიჭოო და მივხვდი, მაგრამ ვერ დავუშვი. ვფიქრობდი, რომ რაღაც დაემართა და ახლაც ვერ ვუშვებ. თურმე მთელმა ქალაქმა იცოდა, ჩემმა მეუღლემ, რომ დააგდო ტელეფონი და დაიფშვნა, მერე უკვე საბოლოოდ გავაცნობიერე, რაც მოხდა.

ახლაც ვერ ვუშვებ, რა ვქნა. მის სიმღერებს ვერ ვუსმენ, მის ოთახში შესვლაც მიჭირს, გამოვაღებ კარადას და სულ ლევანიკოს ნივთებია. უყველაფროდ დავრჩი, ვერ ვერევი საკუთარ თავს. მქონია მომენტი, როდესაც ტკივილისგან მიწაზე ვხოხავდი. ამბობდა სულ რომ არავინ დამირეკოს, დედაჩემის ერთი ზარი ჩემთვის ყველაფერიაო”, – საუბრობს ლევან კბილაშვილის დედა.

Cesko