39 Views
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს, დავით მჟავანაძეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი დეპუტატი ამ წუთებში ჩოხატაურის კლინიკაში, ექსპერტიზაზე იმყოფება.
როგორც პარტიაში ამბობენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მჟავანაძე, თანამოაზრეებთან ერთად, სკვერში ნოდარ დუმბაძის პარკის ნაწილის გასხვისების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. მათივე თქმით, დავით მჟავანაძეს თავს პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის დაჯგუფება დაესხა.