კაცმა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვი სასწაულებრივად გადაარჩინა

0
6968
45 Views

„რომ ავიხედე, პატარა გოგონას ფეხები უკვე ჰაერში ჰქონდა და მოაჯირს ხელებით იყო ჩაბღაუჭებული. თავიდან მეც ყვირილი დავიწყე… როცა მივხვდი, რომ ვარდებოდა, დავდექი, თვალები დავხუჭე და იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. დარტყმის სიძლიერე შევამცირე და ორივე მიწაზე დავეცით“, – განაცხადა მატიამ.

მისი თქმით, თავიდან ბავშვს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, შემდეგ კი ატირდა და მანაც შვებით ამოისუნთქა.

პატარა გოგონაც და მისი გადამრჩენელიც მცირე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტურინის მერმა მატიას აგუზის გმირი უწოდა და განაცხადა, რომ მას საპატიო მოქალაქის ტიტულს მიანიჭებენ. მატიას თქმით კი, მას გმირობა არ ჩაუდენია, რადგან ეს ყველაფერი ბუნებრივად მოხდა.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი – მან X-ზე (ადრე ცნობილი, როგორც Twitter) დაწერა, რომ გოგონას ამბავი შეიძლება ტრაგედიად ქცეულიყო, რომ არა ახალგაზრდა გმირი და მას მადლობა გადაუხადა.

Cesko