შოვში, დიდი ალბათობით, ზაზა მესხის ცხედარს მიაკვლიეს – „გუშინ იპოვეს კაცის ცხედარი ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა”

0
421
50 Views

შოვ­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ი­დან 22 დღე გა­ვი­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ დრომ­დე ნაპოვნია 31 გარ­დაც­ვლი­ლი. მაშ­ვე­ლე­ბი კი­დევ 2 ადა­მი­ანს ეძე­ბენ. და­კარ­გუ­ლებს შო­რის არი­ან ზაზა მეს­ხი და მისი ორი შვი­ლი. ტრა­გე­დი­ი­დან ორი დღის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ნა­ხეს ზა­ზას მე­უღ­ლე, უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი და­სას­ტურ­და მისი უფ­რო­სი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბაც.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზაზა მეს­ხი უწე­რა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. 3 აგ­ვის­ტოს ისი­ნი შო­ვის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ვიდ­ნენ, რის შემ­დე­გაც მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

ზა­ზას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ გუ­შინ დღის ბო­ლოს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ნა­პოვ­ნი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი დიდი ალ­ბა­თო­ბით ზაზა მესხს ეკუთ­ვნის.

ზა­ზას ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვი კი ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ზაზა მეს­ხის ცხე­და­რი და­ნამ­დვი­ლე­ბით არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

„რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ქალ­ბა­ტო­ნის ცხე­და­რი მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე ბეჭ­დით, რო­მელ­საც შიგ­ნი­დან ეწე­რა ზაზა. გუ­შინ მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე ბეჭ­დით, რო­მელ­საც შიგ­ნი­დან აწე­რია ალი­ნა. ეს ზა­ზას და ალი­ნას სუ­რა­თია, ორ­თა­ვე ბეჭ­დით ერ­თად, ახ­ლა­ხანს ზა­ზას 50 წლის იუ­ბი­ლე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი – გა­ნის­ვე­ნოს შენ­მა სულ­მა, იქ სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ.” – წერს რა­ფა­ელ გო­გი­ტი­ძე.

Cesko