,,ვიღაც ქართველი გოგოს გამო ეს ბიჭი როგორ უნდა დაღუპოთ?!” – რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება გალში მოკლული გოგოს შესახებ

0
1505
65 Views

გალში მოკლული 28 წლის ნათია ბახტაძის შესახებ ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

,,მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,კიდევ ერთხელ, გალში მოკლული 28 წლის ნათია ბახტაძის შესახებ, ახალი დეტალები საკუთარი წყაროებიდან

სხვათა შორის, წინა სტატუსში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვივარაუდე, რომ ნათია ბახტაძის ცხედარს, რომელსაც ვითომ დიდი მონდომებით “ეძებდნენ” ვერ იპოვიდნენ, რაც, სამწუხაროდ, გამართლდა.

გალის აფხაზურ პროკურატურაზე დიდი ზეწოლაა მას შემდეგ, რაც მან 28 წლის ქართველი გოგოს ნათია ბახტაძის მკვლელობის გამო, განზრახ მკველობისთვის ბრალი წაუყენა აინარ წვიჟბას, რომელიც პოლიციაში აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ნათია ბახტაძე აინარ წვიჟბამ (მისმა ყოფილმა შეყვარებულმა) 28 ივლისს გაიტაცა და მოკლა, მისივე აღიარებით კი, ცხედარი ვარნილჰესების კასკადზე აიტანა და იქედან მდინარე ენგურში, ვარდნილჰეს-3-ის სიმაღლიდან გადააგდო.

ამ აღიარების შემდეგ წვიჟბას ე.წ.-მა პროკურატურამ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გალში და სხვა ქალაქებში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზხი მოქალაქეების აზრი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, ორად გაიყო: უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ წვიჟბა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც “ვიღაც ქართველი გოგოს გამო” ახალგაზრდა აფხაზი ბიჭის “დაღუპვას” (ანუ, ციხეში ჩასმას) ეწინააღმდეგებიან.

ასეთთა შორის აღმოჩნდნენ გალში კარგად ცნობილი ძმები ფაჩულიები, რომლებმაც ნამდვილი რისხვა დაატეხეს თავს იმ პროკურორებს, რომლებმაც აინარ წვიჟბას ბრალი წაუყენეს და მისი დაპატიმრება მოითხოვეს.

“ვიღაც ქართველი გოგოს გამო ეს ბიჭი როგორ უნდა დაღუპოთ?! ამისთვის პასუხს აგებთ!”, – მიმართეს მათ საჯაროდ სასამართლოს შენობიდან გამოსულ პროკურორებს, რამაც იქ მყოფ ახფაზთა ნაწილშიც კი უკმაყოფილება გამოიწვია.

გალში მცხოვრებთა უმრავლესობას კი საეჭვოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ნათია ცხედარი ამ დრომდე არაა ნაპოვნი, იმის მიუხედავად, რომ სამძებრო სამუშაოებში აკვალანგისტები, ჯარი, მაშველები და გეოლოგები იყვნენ ჩართული. ,ოსახლეობის აზრით, როცა აინარ წვიჟბა დარწმუნდა, რომ ნათია ბახტაძე შემოაკვდა, ჯერ მამას (გალის პურის ფქვილის ბიზნესის მაგნატი), შემდეგ კი სიძეს (ე.წ. უშიშროების თანამშრომელი) დაურეკა და დახმარება სთხოვა, ისინიც “დაეხმარნენ”: ცხედარი გადამალეს ისე, რომ ვერავინ იპოვოს, აინარს კი ათქმევინეს, რომ ნათია შემოაკვდა, აფექტის ქვეშ მყოფმა კი ცხედარი ენგურში გადააგდო.

ამ ვერსიის მომხრეები იმასაც ამბობენ, რომ აინარ წვიჟბას გავლენიან მამასა და სიძეს დაპატიმრებულისთვის ყალბი ცნობის გაკეთება არ გაუჭირდებათ, მას შეურაცხადად სცნობენ და ციხეში კი არა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაგზავნიან, საიდანაც დაახლოებით 1,5-2 წელიწადში გამოიყვანენ, ანუ მაშინ როცა ნათია ბახტაძის მკვლელობასთან დაკავშირებული ვნებები უკვე ჩამცხრალი იქნება.” – წერა ჟურნალისრი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.

ბოლო ახალი ამბები:

 

ავარია: 16 წლის ბიჭი ადგილზევე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც – ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა

პრიგოჟინი რუსეთში, ავიაკატასტროფისას დაიღუპა

 

 

 

 

“ძვლებს გადაგიმტვრევ, მოლდოვაშიც გიპოვნი, ოდესაშიც, ყველგან გიპოვნი… სადაც კი დაგიჭერ …” – ვინ ემუქრება მინდია ლავასოღლის?! დაკავების კადრები და აუდიოჩანაწერი

მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

Cesko