ავარია: 16 წლის ბიჭი ადგილზევე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც – ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა

ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჭაპალში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიის დროს ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ცნობილია, რომ მანქანაში 3 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათგან ერთი, 16 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი კი დაშავდა. მთავარი არხი Post Views: 7,979