“ამჯერად მართლაც ვერ არის კარგი ამბავი”- ყუროს ქედზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევი ჩამოიშალა (ვიდეო)

0
1126
116 Views

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, Mgeotour–ის დამფუძნებლის, ლაშა ზედგინიძის გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

🔻 ყუროს ქედზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხევი ჩამოიშალა, რაც ქვათაცვენამ გამოიწვია. ფოტო დაახლოებით ერთი საათის წინ, მიშა ზედგინიძემ გადაიღო.

მისი თქმით, იმ მხარეს, სადაც ქვათაცვენა მოხდა, დასახლებული ტერიტორია არ არის და ჩამოშლილ ხევს არც მდინარე ყურო ჩაუხერგავს, რადგან ქვები მდინარიდან საპირისპირო მხარეს ცვიოდა.

* ყურო: მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სუბმერიდიანულ განშტოებაზე, მდინარეების თერგისა და ხდის წყალგამყოფ ყუროს ქედზე. წარმოადგენს ყუროს ქედის უმაღლეს წერტილს. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია ალპური ლანდშაფტი (ვიკიპედია).

ფოტო: მიშა ზედგინიძე

სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ამ ფაქტს, ვიდეოს ავრცელებენ და წერენ:

 

 

Cesko