“ოცნებას” სჭირდება მსხვერპლი – განიხილება ჩემი ლიკვიდაციის ორი გეგმა…” – კოკა მორგოშია

0
512
15 Views

ალტ-ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია:

“📌‼️როგორც ვვარაუდობდი და რა პროგნოზსაც ვაკეთებდი, ეტაპობრივად ყველაფერი ახდა. მოსამართლეების სანქციებს, მოჰყვა ევროპელი პარლამენტარების და ჩვენი ე.წ. პარტნიორ-მეგობრების მიერ განცხადება იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნება” არის პრორუსული ძალა.

ამის შემდეგ, წამოვიდა პირდაპირი დარტყმა ჩვენზე და მათ შორის პირადად ჩემზეც, მაშინ როდესაც ევროპარლამენტის ნაწილმა და მათმა ვიცე პრეზიდენტმა, ჩემი და ალტ-ინფოს სხვა ლიდერების დასანქცირება მოითხოვა.

მიუხედავად ძალიან დიდი წნეხის არსებობისა, “ქართული ოცნება” ისევ თავისი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს და სხვა არაფერზე. მმართველი ძალა თავს იმშვიდებს იმით, რომ ხაბეიშვილი და ნახევრად მკვდარი სააკაშვილი ვერაფერს ვერ შეცვლიან, თუმცა არ ითვალისწინებს იმ ფაქტორს, რომ სწორედ ეს არის მათი ყველაზე დიდი პრობლემა.

მაშინ როდესაც “ნაციონალური მოძრაობა”ფაქტობრივად თამაშგარე მდგომარეობაშია, ამ დროს მათ ნაცვლად, დასავლური სპეცსამსახურები და ულტრა-ლიბერალური ფრთა, წინა პლანზე წამოწევს ისეთ ადამიანებს, რომლებზეც ბევრად უფრო ეფექტურად იქნება მოხერხებადი დაყრდნობა და ახალი მოძრაობის ფორმირება, რომლის შედეგიც ის იქნება, რომ 7-8 მარტის მოვლენები, “ქართული ოცნებისთვის” აღიქმება, როგორც ყველაზე ტკბილი სიზმარი, იმასთან შედარებით, რაც შემდგომში მოელით.

ეს პროცესი, ქრონოლოგიურად შემოდგომიდან დაიწყება იმით, რომ “ქართულ ოცნება” ვერ მიიღებს ყბადაღებულ “კანდიდატი სტატუსს”. რის შემდეგაც დაიწყება მასობრივი გამოსვლები, დაპირისპირებები და შეტაკებები. შეტაკებებს მოჰყვება ის, რომ ევროპელები დაემუქრებიან “ქართულ ოცნებას” ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტით.

ამის შემდეგ, კი უზარმაზარი ხალხის მასა გამოვა მმართველი ძალის დასამხობად. როდესაც “ქართული ოცნება” მიხვდება, რომ უკვე ბოლო დღეებს ითვლის, იქნება ძალიან გვიანი და გადარჩენისთვის დასჭირდება ხალხის მხარდაჭერა, ის მხარდაჭერა, რომელიც მას ფაქტობრივად არ გააჩნია კონსერვატიულ ფლანგზე და სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნის კონსერვატიულად განწყობილი ნაწილის, საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის გამოყენების მიზნით, “ქართულ ოცნებაში” არსებობს ასეთი გეგმა: მმართველმა ძალამ იცის და უკვე ჩემთვისაც არის ცნობილი, რომ უკრაინელები, 500 დან 1000 ადამიანამდე, შეიარაღებულები, საჭირო დროს გამოვლენ და სავარაუდოდ დედაქალაქში ტყვიაც გავარდება

. ამის გადასაფარად, “ქართულ ოცნებას” სჭირდება მსხვერპლი კონსერვატიულ ფლანგზე და როგორც მე მაცნობეს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, მათ შორის ვყოფილვარ მეც და ჩვენი პოლიტიკური მოძრაობის სხვა ლიდერებიც.

როგორც მე მაცნობეს, განიხილება ჩემი ლიკვიდაციის ორი გეგმა: ერთი მდგომარეობს იმაში, რომ თუ მე მმართველ ძალას, რაიმე გეგმის განხორციელებაში ხელს შევუშლი, უნდა მოაწყონ პროვოკაცია, თითქოს პოლიტიკასთან კავშირში არმყოფი, ბიზნესთან დაკავშირებული ვითომ დაპირისპირების მოტივით, რასაც უნდა მოჰყვეს ჩემი დაკავება, ხოლო თუ მსხვერპლი გახდება საჭირო კონსერვატიულ ფლანგზე, მაგ შემთხვევაში საქმეში ჩაერთვებიან, დივერსიული ვითომ უკრაინული ჯგუფები, ან ჩემს შემთხვევაში, შეიძლება საქმე გვქონდეს ვითომ ულტრა-ლიბერალური ფრთის მიერ ორგანიზებულ თავდასხმასთან.
ჩემი ინფორმაციით, სწორედ ეს ორი გეგმა განიხილება და თავისთავად ცხადია, რომ ერთხმად, ამის თაობაზე მთელი “ქართული ოცნება” ვერ იქნება საქმის კურსში. ასეთ გეგმებს, როგორც წესი, ორი-სამი კაცი განიხილავს, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტია.

ამ განცხადებას ვაკეთებ მხოლოდ პრევენციის მიზნით. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მე არც შველას ვითხოვ, არც დახმარებას და არც განცხადებების წერას არ ვაპირებ პოლიციაში(ვიცი რომ ამას არანაირი აზრი არ ექნება). უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ თუ ჩვენ რაიმე მიზეზით დავშავდებით(იქნება ეს თითქოს რაღაც ბიზნეს დაპირისპირება, ულტრა-ლიბერალური ფლანგის, ან თითქოს უკრაინელი დივერსანტების მიერ პროვოკაციის მოწყობა და ა.შ.), სინამდვილეში ეს იქნება და გაკეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეინარჩუნოს თავისი ძალაუფლება, კონსერვატიული ფლანგის გამოყენებით.

ამიტომ იყავით ფხიზლად და დააკვირდით მოვლენებს. მე მეტს არაფერს არ გთხოვთ, უბრალოდ არ დაუშვათ ის, რომ ვიღაცის ძალაუფლების შენარჩუნების გამო, ისევ და ისევ ქართველი ხალხი დარჩეს მოტყუებული. შიშით მე პირადად არაფრის არ მეშინია. არც არასდროს არაფრის არ მეშინოდა და ახლაც, ყველაფრისთვის მზად ვარ. უბრალოდ მინდა, რომ არ გამოიყენოს არავინ, არავის მსხვერპლი სათავისოდ და არავინ შევიდეს შეცდომაში.

ღმერთი ჩვენთან არის! ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ვართ მზად ბრძოლისთვის!

პ.ს. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ “ქართული ოცნების” შიგნით დაგეგმილი ეს ბინძური პროვოკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ეს პირობითად იცის ან ქვეყნის პირველმა პირმა, ან “ქართული ოცნების” თავჯდომარემ. ეს ყველაფერი იგეგმება იქ, სადაც ხალხს პირობები და გარანტიები აქვთ აღებული “ქართული ოცნებისგან”, იმის თაობაზე, რომ ასე ვთქვათ “ყველაფერი რიგზეა” და ამ ტყუილებში ამყოფებენ მმართველი ძალის მაღალ იერარქებსაც. როდესაც მოხდება ის, რაზეც ვისაუბრე(ღმერთმა ნუ ქნას, რომ მოხდეს, პირველ რიგში ეს მე არ მინდა), “ქართული ოცნების” ძალიან ცნობადი და გავლენიანი სახეებისთვისაც კი იქნება შოკისმომგვრელი, მაგრამ მთვარია, რომ ვიღაცის ბინძური გეგმების გამო, თუ იქნება მსხვერპლი, ეს მე ვიქნები თუ სხვა, ამით ვიღაც-ვიღაცეებმა ვერ მოიგონ ის პოლიტიკური დივიდენტები, რომლის მიღებასაც გეგმავენ.”

Cesko