20 Views
გურჯაანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია,- ამის შესახებ პრაიმტაიმს გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის დირექტორმა, გიორგი შათირიშვილმა განუცხადა.
„ბავშვის მდგომარეობა ამჟამად, სტაბილურია. მრავლობითი მოტეხილობები აქვს. პროგნოზებს არ გავაკეთებ, მაგრამ მაინც მძიმე განვითარებას ამ ეტაპზე არ ველოდებით. პაციენტის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავახმოვანებ“,- განაცხადა შათირიშვილმა.