“არც კი მახსოვს, რომ ის ერთ დროს ჩემი ქმარი იყო, როცა ადამიანი ასე დაგამცირებს და გადაგივლის, გულში მხოლოდ სიცივე გრჩება” – რას ჰყვება ელენე ფოჩხუა ყოფილ ქმარზე და ცხოვრების ყველაზე დიდ ტკივილზე

0
1104
21 Views
მომ­ღე­რალ ელე­ნე ფო­ჩხუ­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს: მას შე­უძ­ლია ერ­თნა­ი­რი ოს­ტა­ტო­ბით შე­ას­რუ­ლოს ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის მიერ შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რე­ბიც და აფ­რი­კუ­ლი “იავ­ნა­ნაც”, თუმ­ცა მსმე­ნე­ლის გული მეგ­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბით მო­ი­გო. ელე­ნე ფო­ჩხუ­ას ტკი­ვი­ლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა აქვს გა­მოვ­ლი­ლი და ამ ტკი­ვილს დღემ­დე უჩუმ­რად ატა­რებს… – ელე­ნე, შვი­ლე­ბის აღ­ზრდას­თან ერ­თად პრო­ფე­სი­უ­ლი წინსვლა რამ­დე­ნად რთუ­ლია და რა შე­იძ­ლე­ბა დათ­მოს ქალ­მა ოჯა­ხის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად? – ამ ორი რა­მის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბა მარ­თლა ძა­ლი­ან რთუ­ლია და დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. რო­დე­საც ოჯახს ქმნი, როცა ცხოვ­რე­ბა­ში ასეთ სე­რი­ო­ზულ ნა­ბიჯს დგამ, ესე იგი, ის ადა­მი­ა­ნი გიყ­ვარს და მის გამო კომ­პრო­მის­ზე წას­ვლაც შე­გიძ­ლია. მერე ამ სიყ­ვა­რულს ბავ­შვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლიც ემა­ტე­ბა და ცდი­ლობ, შენს ოჯახს თვა­ლის­ჩი­ნი­ვით მო­უ­ა­რო, მო­უფრ­თხილ­დე… იცით, მე მეს­მის იმ ქა­ლე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, წლო­ბით ნა­შე­ნე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბა არ და­ან­გრი­ო­ონ, ისი­ნი ოჯა­ხის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ღა­ლატ­საც პა­ტი­ო­ბენ და ტყუ­ილ­საც. სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც მოხ­და და როცა ჩემი მე­უღ­ლე ბო­დი­შე­ბით მო­ვი­და, მეც ვა­პა­ტიე. მან საქ­მე­ში ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი ჩა­რია და ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა, რომ შევ­რი­გე­ბო­დი. მე ამ ყვე­ლა­ფერს ან­გა­რი­ში გა­ვუ­წიე და კი­დევ ერთი შან­სი მი­ვე­ცი, იმი­ტომ კი არა, რომ მარ­ტო ცხოვ­რე­ბის მე­ში­ნო­და, არც იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, ვინ რას იტყო­და. ჩემი მშობ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის მე­უბ­ნებ­დნენ, თუ მე­უღ­ლეს­თან ბედ­ნი­ე­რი არ ხარ, დღეს­ვე შე­გიძ­ლია მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­წყვი­ტოო. – აბა, რა­ტომ შე­უ­რიგ­დით? – არ ვიცი, ალ­ბათ, ეს ქა­ლუ­რი ჟი­ნია, როცა არ გინ­და, შენ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი სხვას და­უთ­მო, როცა ვერ ივი­წყებ, რომ ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან მშვი­დად და კარ­გად ცხოვ­რობ­დი. ეს მარ­ტი­ვი და­სათ­მო­ბი არ არის, ამი­ტო­მაც ჩემს მე­უღ­ლეს მეც ბევ­რი რამ და­ვუთ­მე და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან, სუფ­თა ფურ­ცლით და­ვი­წყეთ. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ოჯა­ხი მა­ინც ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე – მას ახლა ცო­ლიც ჰყავს და შვი­ლიც. – ალ­ბათ, ეს ძა­ლი­ან ცუდი, უსი­ა­მოვ­ნო გან­ცდაა… – სუ­ლაც არა – რომ დავ­ფიქ­რდე­ბი, სა­ერ­თოდ არ ვნა­ნობ, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არც კი მახ­სოვს, რომ ის ერთ დროს ჩემი ქმა­რი იყო. გულ­ში არც ბრა­ზი მაქვს და არც შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი. როცა ადა­მი­ა­ნი ასე და­გამ­ცი­რებს და გა­და­გივ­ლის, როცა შენს სი­კე­თეს ვერ და­ი­ნა­ხავს, გულ­ში მხო­ლოდ სი­ცი­ვე და სი­ცა­რი­ე­ლე გრჩე­ბა. რომ დავ­ფიქ­რდე­ბი, ახლა ბევ­რად უკე­თე­სად ვარ: ყო­ველ­გვა­რი ქა­ო­სის და გა­უ­გებ­რო­ბის გა­რე­შე ვცხოვ­რობ და ფეხ­ზე უფრო მყა­რად ვდგა­ვარ. ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც უკე­თე­სად ვარ – ზუს­ტად ვიცი, რა და რო­გორ გა­და­ვა­ნა­წი­ლო და ხვალ რა უნდა ვა­კე­თო. ვფიქ­რობ, რომ მუდ­მივ ქა­ოს­ში და გა­უ­გებ­რო­ბა­ში ყოფ­ნას მშვი­დად ცხოვ­რე­ბა სჯობს. ამი­ტომ, ყო­ფილ მე­უღ­ლეს მად­ლო­ბას ვუხ­დი, რომ წა­ვი­და, მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის! თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მის მი­მართ ყვე­ლა გრძნო­ბა გა­ნულ­და. არც შვი­ლე­ბის მოვ­ლა მი­ჭირს, რად­გან ად­რეც სულ ვმუ­შა­ობ­დი, ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­და და იმის შიში ნამ­დვი­ლად არ მქო­ნია, რომ უქ­მროდ თავს ვერ შე­ვი­ნა­ხავ­დი. – თავ­და­პირ­ვე­ლად მარ­ტო ცხოვ­რე­ბა არ გა­გი­ჭირ­დათ? – ამ ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი არა­ფე­რია, მთა­ვა­რია, შენი თა­ვის იმე­დი გქონ­დეს და შრო­მა არ და­ი­ზა­რო… დღეს, ძა­ლი­ან ბევ­რი ქალი ახერ­ხებს, ოჯახს მარ­ტო გა­უ­ძღვეს, რაც ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლი იყო. თა­ნაც, მე იმ­ხე­ლა გან­საც­დე­ლი გა­მო­ვი­ა­რე, მას­თან შე­და­რე­ბით, გან­ქორ­წი­ნე­ბა და ოჯა­ხის დან­გრე­ვა არა­ფე­რია – ახალ­გაზ­რდა, სი­ცო­ცხლით სავ­სე ძმა მო­მიკ­ლეს! გი­ორ­გის ამ­ქვეყ­ნი­დან წას­ვლა იყო ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი რამ, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რა! ჩემი ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ისე­თი ტკი­ვი­ლია, რო­მელ­საც ვე­რა­ფერს შე­ვა­და­რებ! ამ ტკი­ვილს ვერ იშო­რებ, ის ყველ­გან თან დაგ­დევს, მო­უ­შო­რებ­ლად… მეც ასე ვარ: დი­ლაა, შუ­ა­დღე თუ სა­ღა­მო, ეს ტკი­ვი­ლი სულ თან დამ­ყვე­ბა. თუ რა­ღაც მა­წუ­ხებს ან რა­ი­მე მი­ჭირს, სულ მას ვე­სა­უბ­რე­ბი, ყვე­ლა­ფერს ჩემს ძმას ვუ­ზი­ა­რებ… წა­ი­კი­თხეთ ვრცლად წყარო: Ambebi.ge
Cesko