როგორ დავიძინოთ 60 წამში? უნიკალური მეთოდი: “4-7-8” – ჩაატარე ექსპერიმენტი და დარწმუნდები, რომ ეს მითი არ არის

0
1747
21 Views

ხანდახან საკმარისია, მიიღო ჰორიზონტალური მდგომარეობა, რომ მაშინვე გეძინება. ხანაც ისეთი დაღლილი ხარ, ოცნებასაც ვერ ასწრებ, ისე ითიშები.

მაგრამ ფიზიკური დაღლილობა ძალიან განსხვავდება ფსიქიკურისგან – ეს უკანასკნელი კი ხელს უშლის ძილს.

ნერვული აგზნებადობის დროს ადამიანი ვერ იძინებს. თუკი ძალიან ემოციური ხარ, აუცილებლად შეამჩნევდი, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ ძილი მიუწვდომელი ფუფუნება ხდება – ლოგინში შეიძლება საათობით იწრიალო და ძილი არ მოგეკაროს.

იმისათვის, რომ ძილი მშვიდი გქონდეს და ნორმალური, აუცილებელია, წესრიგში მოიყვანო გულისცემა. შენელებული გულისცემა აუცილებლად შეამცირებს სისხლში ადრენალინს და ტვინი მიხვდება, რომ დაძინება შესაძლებელია სწორედ იმ მომენტში.

ამის გაკეთება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით – ძილის წინ მედიტაციის, დამამშვიდებელი აბაზანით ან მსუბუქი მასაჟით, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, ბევრად მარტივი მეთოდი! ის ინდოელი იოგებისთვის კარგად არის ნაცნობი და ეწოდება “4-7-8”. ციფრების ამ კომბინაციის დამახსოვრება მარტივია და სწორედ ეს გახლავთ სწრაფად დაძინების მეთოდის გასაღები.

იმისათვის, რომ სწრაფად ჩაგვეძინოს, საჭიროა, გავაკეთოთ შემდეგი:

1. ნელა ჩაისუნთქე ცხვირით 4 წამის განმავლობაში.

2. გააჩერე სუნთქვა 7 წამის განმავლობაში.

3. ასევე ნელა ამოისუნთქე პირით 8 წამის განმავლობაში.

აზრზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ, ისე ტკბილად ჩაგეძინება. ეს მეთოდი ეფექტურია არა მხოლოდ მაშინ, როცა დროულად დაძინება გვინდა, არამედ იმ შემთხვევაშიც, როცა ადამიანი აფორიაქებულია და ვერ თოკავს ემოციებს. სწორი სუნთქვის მეშვეობით, შეძლებ დამშვიდდე, გაითანაბრო გულისცემა. ორგანიზმის მოტყუება ძალიან ადვილია. სცადე, ჩაატარე ექსპერიმენტი და დარწმუნდები, რომ ეს მითი არ არის. მეთოდი “4-7-8” შესანიშნავად მუშაობს  ისეთ სიტუაციებში, როცა აუცილებლად გვჭირდება მოდუნება და სიმშვიდე.

ტკბილ ძილს და ფერად სიზმრებს გისურვებთ!

წყარო : Marao.ge

Cesko