„ჩემთვის ის, მისი ოჯახით ცოცხალია…“ – რას იხსენებს მეგობარი ზაზა მესხზე

0
1102
34 Views

სტიქიის ზონაში გაუჩინარებულ ზაზა მესხს, 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად, ისევ ეძებენ. მაშველებმა ამ დრომდე მისი მეუღლის, ალინა პოლიკოვსკას ცხედარს მიაკვლიეს.

გთავაზობთ, ზაზა მესხის მეგობრების ემოციურ პოსტს.

„მეც ასე გავიცანი ზაზა 22 წლის წინ – მოვიდა, მომესალმა, გამესაუბრა, მთხოვა და მოტივირება გამიკეთა ქართული ჟურნალისთვის სტატია დამეწერა/ იმდენად უნარიანად მომიდგა და დამელაპარაკა, რომ გამოცდილების არქონის და შიშის მიუხედავად, დავწერე და გამოაქვეყნა.

ზაზა არის უშუალო, ჭკვიანი, წარმატებული, მეგობრული, ნათელი ადამიანი, რომელიც საქმეს რომ მოკიდებს ხელს, ბოლომდე მიჰყავს. ჩემთვის ზაზა მისი ოჯახით ცოცხალია და აქ ამდენ წინადადებას რომ წაიკითხავს, გაუხარდება. მე აზრს ვერ ვპოულობ იმაში, თუ რატომ არ უნდა იყოს ცოცხალი ამდენად კარგი, საქმიანი ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ამდენ მაგარ საქმეს აკეთებდა თავისი არაჩვეულებრივი ოჯახით,“ – წერს მეგობარი.

Cesko