„ალბათ, ვერ წარმოიდგენდა მამაშენი, რა საზარელი ქართველი იქნებოდი… საკუთარი ოჯახიც კი, ალბათ აღარ მოგესალმება” – თაკო ჩარკვიანის პარტიის წევრი ნოდარ დუმბაძის შვილს ლანძღავს

0
1489
27 Views

პარტია “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური ქეთევან დუმბაძის მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ეხმაურება.

“ქეთინო სეთურის ასული დუმბაძე

აი, თურმე რატომ იჯდა ქეთინო დუმბაძე გამეხებული სახით პარლამენტში, რატომ არ ესმოდა ხალხის ხმა და პროტესტი რუსული კანონის მიღების მცდელობისას…

ხომ გითხარით მაშინ, მე და ჩემს მსგავსად ათასობით ქართველმა ვერ გაგვარუსებთ თქო, ჰოდა არ დაგითმეთ…

ჯერ რომ ხმის მიცემისთვის ღილაკს დააჭირე, მერე არასახვა რომ ინანე და მერე რომ არ გადაგაბარებინეთ ჩვენი ქვეყანა ქეთინო და კოლექტიურო რუსო ქეწინოებო , მერე რომ გიბრძანეს და უკან გადმოაჭირე, ესეც მითითებისამებრ, ზემოდან როგორც გიკარნახეს  მუყაითი დაჭერა-გადმოჭერა იმან, იმ ერთმა დაგიფასა…

მწერალთა სახლის ხელმძღვანელობაში რომ სამშობლოს დამოუკიდებლობის ფასს იხდი და ქვეყნის გადაბარებას ცდილობ, დამთავრებული ხარ მორალის მხრივ, სამართლებრივად კი, სახელმწიფო ღალატისთვის მუხლი გიდგება ქეთინო… აუცილებლად მოვა ამის დროც, ზუსტად ისე ვამბობ, როგორც ვამბობდით რომ ვერ გაგვიყიდიდი ქვეყანას…

ისე, მამის მწერლობისთვის მეტი დრო დაგეთმო და გეგრძნო კარგი იქნებოდა, არც ოლიგარქისთვის თავისივე კარის მასხარა იქნებოდი, არც ხალხისთვის გამყიდველი და არც მამის შემარცხვენელი. ალბათ, ვერ წარმოიდგენდა მამაშენი, ნოდარ დუმბაძე მაშინ, რა საზარელი ქართველი იქნებოდი, როცა ამას წერდა: “სამშობლო ყოველდღე გვბადებს, ყოველდღე იბადება ჩვენთვის, თავად კი არასოდეს არ კვდება, უკვდავია…” შენ კი მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობისთვის “კლავდი” სამშობლოს…

მზად იყავი საკუთარი ოჯახის წევრიც კი, აგენტად გამოგეცხადებინა, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობოში მუშაობდა ჩემთან ერთად… ნატა ლომოური შეცვალე – “დიდი” მიღწევა გაქვს, უზარმაზარი, ამას ვის დააჯერებ?.. აი ამისთვის, აი ამისთვის საქართველოს მოღალატეთა სამარცხვინო სიაში ნებაყოფლობით ჩაეწერე… თან რამდენად საკრალურად მოხდა ჯერ ღილაკზე დაჭერა-არდაჭერა და ახლა შენი დანიშვნა – რამდენიმე საათით ადრე ეუთო-ოდირმა საზარელი დასკვნა გამოგიქვეყნა შენ და შენნაირ გამყიდველ მოღალატეებს.

მწერალთა სახლსაც აქვს კარი, გამოსასვლელიც… გიფიქრია როგორ, რა სახელით და სამართლიანობით გამოხვალ, როცა შენს პატრონს გავისტუმრებთ? მზად კი იქნები „მაგთი-ჯეოსელის“ მსგავსად დაპორტირებისთვის, მაგრამ საკუთარი ოჯახიც კი, ალბათ აღარ მოგესალმება იმდენად სამარცხვინო და მეწვრილმანე ხარ. რატომ გინდოდა პუტინის “კრაიში” დაგეკავებინა “პისაწელების” სახლის ხელმძღვანელის პოზიცია? ახლა, ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნის უწყებას რომ ხელმძღვანელობ, ხვდები? მეტი აღარაფერი იკადრო, თუ კიდევ რამე უარესი არსებობს, კულტურის მინისტრად მაინც არ დაგნიშნავენ, არც ამდენად უყვარხარ ოლიგარქს…” – წერს ბუჩუკური.

Cesko