„ნახეთ, მეგის მამა, ჯერ კიდევ 14 თებერვალს როგორი დარწმუნებით იუწყება მოსალოდნელ საფრთხეზე!“ – რა ვიდეოს აქვეყნებს ანი მოსემღვდლიშვილი?

0
6721
29 Views

ანი მოსემღვდლიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს მეგი გუტაშვილის მამა როგორ აფრთხილებს ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შოვში მოსალოდნელ საფრთხეზე.

„ბრაზი მახრჩობს!!

მეგის მამა, 14 თებერვალს. დღეს ამ კაცმა ორი ახალგაზრდა შვილი და ნათესავები დაკარგა.

როგორი დარწმუნებით იუწყება მოსალოდნელ საფრთხეზე. და პასუხი ამაზე?! ,,არაფერი მოხდება კაცო”.

უპასუხისმგებლო და უგუნური ხალხი ღუპავს ასეთ ახალგაზრდობას საქართველოში“, – წერს მოსემღვდლიშვილი.

Cesko