ქართველი მძღოლების სისხლიანი გარჩევა პოლონეთში – ერთ დაშავებულს ყური აქვს მოჭრილი

0
315
23 Views

პოლონურ სატრანსპორტო კომპანია Mazur-ში დასაქმებული ქართველი მძღოლები მესამე კვირაა გერმანიაში, ჰესენის მხარეში აქციებს მართავენ პოლონელი დამსაქმებლის წინააღმდეგ. როგორც გერმანული მედია წერს, გაფიცულთა შორის მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან ორ მძღოლს პოლონეთში თანამემამულეები დაესხნენ თავს.

არსებული ცნობით, სამშაბათ დილას, კრაკოვის სიახლოვეს მომხდარი გარჩევის დროს, საქართველოს 2 მოქალაქე დანით დაჭრეს, ერთ-ერთ მათგანს კი ყური მოაჭრეს.

„დამნაშავეები საქართველოს მოქალაქეები არიან“, – წერს გამოცემა FAZ.

გერმანული მედიის ცნობით, მძღოლები მიიჩნევენ, რომ ინციდენტი Gräfenhausen-West-ის დასასვენებელ ზონაში ქართველების გაფიცვას უკავშირდება.

„არსებობს ეჭვი, რომ ეს Mazur-ის იმ მძღოლების დაშინების მცდელობაა, რომლებმაც გადაწყვიტეს, აღარ გააგრძელონ პროტესტი კომპანიის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

როგორც გამოცემა FAZ-ს კომპანია Mazur-ის თანამშრომლებმა განუმარტეს, თავდასხმის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქე ორი მძღოლი გახდა, რომლებიც გერმანიის ქალაქ გრაფენჰაუზენიდან ერთი კვირის დაბრუნებულები იყვნენ პოლონეთში.

„ინციდენტი ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა, სადაც კომპანია სატვირთო მანქანებს აჩერებს, კომპანიის შტაბ-ბინიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, მძღოლები დაჭრის ბრალდებით პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა.

Cesko