19 Views
რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი მოსკოვში საკუთარ რესტორანსა და კოსმეტიკურ ბრენდს ფლობს.
რაც შეეხება ორსართულიან ფეშენებელურ სახლს “რუბლიოვკაზე” – მას ტელეწამყვანი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა და საბოლოოდ იპოვა ადგილი “ოცნების სახლისთვის”. მშენებლობა სამი წელი მიმდინარეობდა და მას თავად კანდელაკი ხელმძღვანელობდა.
ორსართულიანი სალის პირველ სართულზე მისაღები, სამზარეულო და სასადილო ოთახები, ასევე ერთი საძინებელია. მეორე სართულზე სამი აივნიანი საძინებელი და სამი სველი წერტილია. ეზოში ორ ავტომობილზე გათვლილი გარაჟი, აუზი და იაპონური ბაღია.