,,მადლობა უმაგრეს რაჭველ ბიჭებს, ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს, სიხარულით ვბღაოდით” – რას ყვება მარიამ ბერიანიძე

0
952
34 Views

მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძე, რომელმაც შოვში ნამდვილ ჯოჯოხეთს უყურა საკუთარი თვალებით, ყვე­ბა, რაჭველმა ბიჭებმა რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნეს ის და მისი ოჯა­ხი.

,,მე ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი ვარ იმ 16-დან, რო­მე­ლიც მე­წყერ­ში მოყ­ვა და გა­დარ­ჩა. გა­დავ­რჩით მთე­ლი ოჯა­ხი მე მე­უღ­ლე და ჩემი 4 წლის ბიჭი. მინ­და, მად­ლო­ბა გა­ვუ­ხა­დო რაჭ­ველ უმაგ­რეს ბი­ჭებს. ვიცი მხო­ლოდ ერ­თის სა­ხე­ლი ლაშა, რო­მე­ლიც ჰალ­კი­ვით და­კუნ­თუ­ლია და ჩვენ­თვის იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი იყო. 2 სა­ა­თი ნა­ხევ­რად ჩაფ­ლუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით შუ­ა­გულ მე­წყერ­ში.

უცებ ვხე­დავთ ამ ლა­შას და კი­დევ მის რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს, რომ­ლე­ბიც შო­ვის ტყი­დან გად­მო­ვიდ­ნენ და დან­გრე­უ­ლი კო­ტე­ჯე­ბის ფიც­რე­ბით ბი­ლი­კი გაგ­ვი­კე­თეს. სი­ხა­რუ­ლის­გან ვბღა­ო­დით. ერთ-ერ­თმა ჩემი შვი­ლი მთე­ლი გზა ხე­ლით ატა­რა. არ ვიცი, აქ ხართ თუ არა, ბი­ჭე­ბო, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კარ­გად ხართ. მად­ლო­ბა უდი­დე­სი, უღ­რმე­სი. თქვე­ნი ამა­გი მთე­ლი სი­ცო­ცხლე გაგ­ვყვე­ბა. მინ­და,  მუ­დამ ჯან­მრთე­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი იყოთ.

ასე­ვე უდი­დე­სი მად­ლო­ბა ონის სა­ა­ვად­მყო­ფოს მთელ პერ­სო­ნალს ვინ გვაჭ­მევ­და და ვინ გვაც­მევ­და აღარ ვიცი. ყვე­ლაა სა­თი­თა­ოდ მო­დი­ო­და და გვეხ­მა­რე­ბო­და. მად­ლო­ბა, ხალხნო, თქვე­ნი გვერ­დში დგო­მა ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო”, – წერს მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძე.

Cesko