20 Views
შოვში სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მათ შორის არიან და ძმა გიორგი და სოფო ყარალაშვილები, ასევე დავით ბერიაშვილი.
ახლობლები დაღუპულებს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
„სრულიად სიღნაღის რაიონი ტირის, ქუჩაში მომღიმარ ადამიანს ვერ ნახავთ, ყველა ოჯახმა საკუთარი ტკივილივით განიცადა ეს ტრაგედია.
დათუნა ბავშვობიდან მახსოვს უსაყვარლესი, უჭკვიანესი სოფი, ღიმილა გოგო, ჩემთან მოდიოდა ხოლმე კუთხეში. გიოს შორიდან ვიცნობდი უნიჭიერეს პიროვნებად. თქვენს მშობლებს სამძიმარი როგორ უნდა ვუთხრათ აზრზე არ ვარ.
იმიერში ტკბილად განისვენოს თქვენმა, პატარა და ლამაზმა სულებმა“, – წერს ოჯახის ახლობელი.