„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი

0
777
287 Views

3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გადარჩენისთვის რაჭის ადგილობრივ მცხოვრებლებს მადლობას უხდის.

მარიამ ბერიანიძე მეწყერის ჩამოწოლის დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ფეისბუკის ჯგუფში „რაჭა“ წერს:

„გამარჯობა, მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.

მინდა მადლობა გადავუხადო რაჭველ უმაგრეს ბიჭებს. ვიცი, მხოლოდ ერთის სახელი ლაშა, რომელიც ჰალკივით დაკუნთულია და ჩვენთვის იმედის ნაპერწკალი იყო.

2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში, უცებ ვხედავთ, ამ ლაშას და კიდევ მათ რამდენიმე მეგობარს, რომლებიც შოვის ტყიდან გადმოვიდნენ და დანგრეული კოტეჯების ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს.

არ ვიცი, აქ ხართ თუ არა ბიჭებო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგად ხართ. მადლობა უდიდესი, უღრმესი, თქვენი ამაგი მთელი სიცოცხლე გაგვყვება. მინდა, მუდამ ჯანმრთელები და ბედნიერები იყოთ. ასევე უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს – ვინ გვაჭმევდა და ვინ გვაცმევდა, აღარ ვიცი. ყველა სათითაოდ მოდიოდა და გვეხმარებოდა. მადლობა, ხალხნო, თქვენი გვერდში დგომა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო“, – წერს მარიამ ბერიანიძე.

 

 

Cesko