„ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში… ჩვენს თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა” – რას ჰყვება მეწყერს გადარჩენილი გოგო

0
3017
15 Views

შოვ­ში მე­წყერს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძე აღ­წერს, თუ რა გა­მო­ი­ა­რა. მა­რი­ა­მი პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს;

„კარ­გად ვართ მე­გობ­რე­ბო, გა­დავ­რჩით სას­წა­უ­ლებ­რი­ვად. ჯო­ჯო­ხე­თუ­რი 4 სა­ა­თი გა­მო­ვი­ა­რეთ, რომ­ლის აღ­სა­წე­რად სი­ტყვე­ბი არ მე­ყო­ფა. 2 სა­ა­თი გა­ვა­ტა­რეთ ნა­ხევ­რად ჩაფ­ლუ­ლებ­მა მე­წყერ­ში.

ჩვენს თვალ­წინ სამი ადა­მი­ა­ნი წა­ი­ღო ღვარ­ცოფ­მა და იმე­დი მაქვს, ცო­ცხლებს იპოვ­ნი­ან.

ბევ­რი მწერთ და ბევ­რიც მი­რე­კავთ ნო­მერ­ზე, მაგ­რამ ვერ გპა­სუ­ხობთ, რად­გან ჩემი ტე­ლე­ფო­ნი ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი სხვა და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა ნივ­თი, წა­ი­ღო მე­წყერ­მა.

ჯერ კი­დევ არ მჯე­რა რომ გა­დავ­რჩით და კარ­გად ვართ. 1 სა­ა­თის წინ ჩა­მო­ვე­დით თბი­ლის­ში. მად­ლო­ბა ყვე­ლას მო­კი­თხვი­სათ­ვის. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა რაჭ­ველ სა­ო­ცარ ბი­ჭებს, რომ­ლე­ბიც შოვ­ში ტყე­ზე გად­მო­ვიდ­ნენ და ჩვე­ნი იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი გა­აღ­ვი­ვეს. უდი­დე­სი მად­ლო­ბა ონის სა­ა­ვად­მყო­ფოს მთელს პერ­სო­ნალს!! და უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩვენს ძვირ­ფას მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სი­დან ონში უს­წრა­ფე­სად გაჩ­ნდნენ”, – წერს მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძე.

Cesko