„თაობის უკანასკნელო მოჰიკანო! დიდხანს უნდა იყო!“ – თენგიზ არჩვაძე იუბილარია -91! რა ამბავს ყვება მასზე რეჟისორი

0
1796
21 Views

მსახიობი, თენგიზ არჩვაძე იუბილარია. იგი დღეს 91 წლის გახდა.

ბატონ თენგიზს დაბადების დღეს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი ულოცავს და წერს:

„2011 წლის 25 მაისს, მარჯანიშვილის თეატრში “მგზავრის წერილები” გადიოდა, გივი ბერიკაშვილი შეუძლოდ გახდა და ლელთ ღუნიას როლზე საკუთარ წარმოდგენაში მე მომიხდა შესვლა და პარტნიორობა დიდ ქართველ არტისტთან თენგიზ არჩვაძესთან. სპექტაკლის შემდეგ ბატონი თენგიზი, ცხონებული მალხაზ ბებურიშვილი და როლიკო ოქროპირიძე ჩემთან წამოვედით სავახშმოდ. დავლიეთ, ვიმხიარულეთ, თავზე დაგვათენდა, დედაჩემმა დილას, როცა ძვირფასი სტუმარი გავაცილეთ, ასე მითხრა – მთელი ღამე ქეიფში გავატარეთ, რამდენ ადამიანზე ჩამოვარდა სიტყვა და ამ კაცისგან ერთი აუგი არცერთ მის პარტნიორზე და კოლეგაზე არ გამიგონიაო. ასეთია თენგიზ არჩვაძე – დიდი არტისტი და დიდი კაცი, რომელიც დღეს 91 წლის გახდა!!!

მაქვს ბედნიერება ვიყო მისი უმცროსი მეგობარი, მაქვს ბედნიერება ვიყო მისი თანამედროვე. საკუთარ ქვეყანაზე ასე შეყვარეული კაცი იშვიათად შემხვედრია!

ბატონო თენგიზ!

თაობის უკანასკნელო მოჰიკანო! დიდხანს უნდა იყო! პატრიოტიზმის, კაცობის, პროფესიონალიზმის ეტალონი დღეს იუბილარია! გაუმარჯოს მას, დიდ მამულიშვილსა და დიდ ხელოვანს – თენგიზ არჩვაძეს!!!“

“ეზოში შემოვიდნენ ზურა ქაფიანიძე და თენგიზ არჩვაძე, მთელი ღამის ქეიფი სახეზე ეხატა ორივეს… როგორც იქნა, გაიღო ფანჯარა და… მოცილდით აქედან, თქვე ლოთებო, თორემ მილიციას დავუძახებო – ფანჯარაში დიდი სესილია თაყაიშვილი იდგა”.

სრულად იხილეთ ქვემოთ, დააჭირეთ ბმულს:

“არ ვიცი, რა ჯადო და სასწაული არაყი ჰქონდა სესილიას ისეთი, იმდენ ლანძღვად რომ ღირდა… არის ერთი წყევლა-კრულვა იქიდან და აქედან – ხარხარი და ხვეწნა…”

Cesko