სომხეთის ლიდერი არის ისტორიული ფიგურა, რადგან მან მოკვეთა სიმსივნე, სახელად ყარაბაღი – ნიკა გვარამია

0
893
25 Views

“სომხეთის ლიდერი არის ისტორიული ფიგურა, რადგან მან მოკვეთა სიმსივნე, სახელად ყარაბაღი”- ამის შესახებ ნიკა გვარამიამ 31 ივლისს, “ფორმულის” ეთერში, გადაცემა “კვირის ფორმულა”-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მთიანი ყარაბაღი სომხეთისთვის იყო სიმსივნე და უმძიმესი ტვირთი, რაზეც, მისი განცხადებით, თავად სომხები და მისი მეგობარი პოლიტიკოსებიც საუბრობენ.

“სომხეთის ლიდერზე [ნიკოლ ფაშინიანი] მე ვარ უმაღლესი წარმოდგენის. ეს კაცი არის ისტორიული ფიგურა. ძალიან დიდი პოლიტიკური ლიდერიდან გადაიქცა თავისი ერის ისტორიულ ლიდერად. მან სომხეთს მოჰკვეთა სიმსივნე სახელად ყარაბაღი. შეიძლება ცინიკურად გამომდის ეს და სომხებს არ მოეწონოთ, მაგრამ ყარაბაღი, საერთაშორისო სამართლით არის აზერბაიჯანის ტერიტორია.

ყარაბაღი იყო უმძიმესი ტვირთი სომხეთისთვის. ჩემს ძალიან ბევრ მეგობარს, პოლიტიკოსებს მათ შორის, უთქვამთ ჩემთვის, რომ ეს არის ჩვენთვის კატასტროფა, კი ბატონო, ისტორიული ბმა გვაქვს, ისტორიული ტრავმა ეს ჩვენთვის არის, მაგრამ სამაგიეროდ, ამის სანაცვლოდ, რასაც ჩვენ ვიღებთ, ეს არის რუსეთის სატელიტობა, უმძიმესი სატელიტობა, ვართ ჩამოკიდებული ბოლომდე და ვართ ყრუ, ჩიხი ვართ იმიტომ, რომ აზერბაიჯანი იყო მათი მთავარი გამტარი. აქეთ ირანია, იქით თურქეთმა ჩაკეტა და დარჩა არაფერზე.

ამ კაცმა [ნიკოლ ფაშინიანმა] ეს ისტორიული ტრავმა დაამარცხა. მან თქვა, რომ ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, გადადგა და სრულიად საიცრად, ისევ მოიგო არჩევნები, რაც ნიშნავს იმას, რომ მან ისტორიული ტრავმა დაამარცხა თავისი მოქალაქეების ტვინში. მან შეძლო საკუთარი მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ ჩვენ, ამაზე უარი უნდა ვთქვათ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, განვითარდეს და წინ წავიდეს”– განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Cesko