7 წლის ბიჭუნას მკურნალობის წარმატებული ისტორია – „ლიკა ექიმი ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის მფარველი ანგელოზია…“

0
388
30 Views

„ალიას“ კიდევ ერთი ადამიანი შეეხმიანა, რომელსაც სურს, მისი შვილის გამოჯანმრთელების ისტორია გვიამბოს.

მადლენა გრიგალაშვილი დღეს 7 წლის ჯანმრთელი ბიჭუნას დედაა, თუმცა, თითქმის 7 წელი ნერვიულობაში გაატარა, თითქმის შვიდი წელი თვალებში დაჰყურებდა შვილს, როგორ იყო, ხომ არ უჭირდა რამე, ხომ არ ურთულდებოდა დაავადება და შიშით ფიქრობდა ოპერაციაზე, რომელიც მის შვილს უნდა დასჭირვებოდა, რომ არა ექიმი ლიკა კაპანაძე.

მადლენას ბიჭუნა მხოლოდ 8 თვის იყო, როცა გაიგო, რომ მის შვილის გულს დეფექტი აქვს, კერძოდ, დაიბადა წინა გულთაშუა ძგიდის დეფექტით, და სავარაუდოდ, 6 წლის ასაკში, შეიძლებოდა ოპერაციული ჩარევა დასჭირვებოდა.

რთული იყო ამ ფიქრით და დარდით ცხოვრება წლობით, თუმცა, ცდილობდა არ შეემჩნია. შეისწავლა სიმპტომები და ყურადღებით იყო, თუმცა, ბიჭისთვის აქტიურობა და სპორტზე სიარული არ დაუშლია. ყოველთვის აკვირდებოდა, ხომ არ იღლებოდა, ხომ არ ვლინდებოდა რომელიმე სიმპტომი.

როგორც კი იმ ასაკს მიაღწია, როცა ექიმებისთვის უნდა მიემართა, „ნიუ ჰოსპიტალს“ მიმართა, სადაც კარდიოლოგი ლიკა კაპანაძე გაიცნო და გვიყვება, რომ მთელი ცხოვრება მისი მადლიერი იქნება.

მადლენა გრიგალაშვილი:

„ნიუ ჰოსპიტალსისა“ და ლიკა კაპანაძის დამსახურებით ჩემ შვილს გულის ოპერაცია არ დასჭირდა. ურთულესი მანიპულაცია შეასრულა, ბარძაყიდან კათეტერით შევიდა და ხვრელის დახურვა მოახერხა. რომ ვერ მოეხერხებინა ამ მანიპულაციის წარმატებით ჩატარება, ჩემ შვილს ოპერაცია დასჭირდებოდა. ის დრო, რაც ამ მანიპულაციას დასჭირდა საუკუნედ მომეჩვენა, არ ვიცოდი, ბოლომდე წარმატებით დასრულდებოდა, თუ ოპერაციის დაწყება გახდებოდა საჭირო, ოპერაციისთვისაც მზადყოფნაში იყო კლინიკა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ცალკე აღსანიშნავია უახლოესი, თანამედროვე აპარატურა, რომლითაც კლინიკაა აღჭურვილი. მუდმივად მზადყოფნაში არიან მოსალოდნელი გართულების გასამკლავებლად, მუდმივად გრძნობ პერსონალის ყურადღებას და პროფესიონალიზმს.

წყარო: “ალია”

Cesko