კევინ სპეისი სექსუალური შევიწროების ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნეს – ლონდონი

0
238
23 Views

ცნობილი ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებდნენ ბრალს, ლონდონის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

სპეისს ბრალი ცხრა ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი. აქედან შვიდი სექსუალურ შევიწროებას, ორი კი – სხვა სახის სექსუალურ დანაშაულს შეიცავდა ოთხი პირის მიმართ.

64 წლის ორგზის ოსკაროსან მსახიობს 2004-2013 წლების პერიოდში ჩადენილ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაში სდებდნენ ბრალს, როდესაც ის ლონდონის ოლდ ვიკის თეატრის სამხატვრო დირექტორის პოსტს იკავებდა.

გასულ წელს ნიუ იორკის მოსამართლეთა კოლეგიამ, არადამაჯერებელი მტკიცებულებების გამო, ასევე არ დააკმაყოფილა კევინ სპეისის წინაღმდეგ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი, რომელიც მსახიობმა ენტონი რეპმა წარადგინა და ოსკაროსან მსახიობს 1986 წელს გამართულ წვეულებაზე მის შევიწროებაში სდებდა ბრალს. ენტონი რეპის თქმით, მაშინ ის 14 წლის იყო.

Cesko