„ჯართს დაეძებენ ბავშვები ქუჩა-ქუჩა, ამ პატარების დედიკო არის ძალიან მძიმედ…“ – მრავალშვილიან დედას დახმარება სჭირდება

0
804
26 Views

პოეტი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში წერს, რომ მრავალშვილიან დედას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

„ამ პატარების დედიკო არის ძალიან მძიმედ. თირკმელებში ჩირქი აქვს და ფილტვებში წყალი ჩაუდგა

რეანიმაციაში იყო და სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობა, წამლები, საკვები.

ამ ეტაპზე სოციალური დახმარებაც შეჩერებული აქვთ და ჯართს დაეძებენ ბავშვები ქუჩა-ქუჩა, რომ ჩააბარონ და პურის საყიდლად ხურდები მაინც შეუგროვდეთ…

სასწრაფოდ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, რომ დედა არ დაკარგონ ბავშვებმა.

დავეხმაროთ, გავაზიაროთ. ვისაც რა შეგვიძლია…

ახლა მათთვის ჩვენ ვართ იმედი, გადარჩენაც და ყველაფერი.

ანგარიში კომენტარებში იქნება და თქვენი იმედი გვაქვს, მჯერა ერთად შევძლებთ და დავაყენებთ ფეხზე ბავშვების დედიკოს.

გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო ის ამბავია. ცხოვრობენ გიგანტის დასახლებაში. ყველას უდიდესი მადლობა წინასწარ“, – წერს დიკა სალაყაია.

Cesko