ახალგაზრდა მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა

0
1183
23 Views

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ახალგაზრდა მსახიობი, ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა. ლევანი მაყურებელმა ფილმიდან „გასეირნება ყარაბაღში“ გაიცნო.

გარდაცვლილ მეგობარს სულისშემძვრელი პოსტით ემშვიდობებიან:

„ბავშვობიდან გამორჩეული, განსაკუთრებული სიყვარულით მიყვარდი ჩოო!!

სულ მეჯიჯღნებოდა ჩოო შენი უნაზესი ლოყები!! მთლიანად თბილი და ტკბილი რომ იყავიიი!!! გამოხედვაც რომ სასწაულად გაათბობდა ყველას… ხმის გაგონებაზე კი მართლა ჟრუანტელი დაგივლიდა ისეთი ხმა გქონდა… ვამბობდი, ისე მიყვარს რომ ვხედავ მაკანკალებს-თქო )) ჩოლე მართლა ყველას გამორჩეულად უყვარს/და)…

მთელი ბავშვობა- გაგარინზე (ჩოლე ცხოვრობს) მისვლა, ჩოლეს ოთახში შევარდნა, გაღვიძება და წამოსვლამდე თამაში ტრადიცია იყო…

მერე იყო პირველი ფილმი და აქ დაიწყო ამბავი… ყველას ვისაც კი ერთხელ ნანახი ჰყავდა ამაყობდა ოღონდ მართლა! ლევანის სურათები ედოთ ბიჭებს “ოდნოზე” და სკაიპზე(იმ დროს მხოლოდ ეს სოც.ქსელები იყო)) გოგოებს კი წარწერით “აუ რა სიმპატიური ბიჭია”.

გოგო “პაკლონიკები” ხო ამდენი არავის ყოლია ჩოლეს და ლეონარდო დიკაბრიოს მხოლოდ)) იყო ბევრი საჩუქრები და ზარები. ზოგს ეშლებოდა (ერთნაირი ნომრები გვქონდა ინდექსი განსხვავდებოდა) და მე მირეკავდა დღე-ღამის ნებისმიერ დროს. აუუ როგორ მიხაროდა ჩოოო…ჩემო განსაკუთრებულო მეგობარო!! ადამიანო!!!საუკეთესო მინდოდა და სულ ვუწუნებდი ამ გოგოში ეს არ მომწონს და ამაში ეს თქო )) ბოლოს ამოასხამდა და თავისი სასწაული და ღიმილნარევი ხმით მეტყოდა “მარო ატრაკებ” (მაროს დაძახების უფლება მხოლოდ ჩემ ჩოლეს ქონდა)დღეს, დღეს ჯოჯოხეთია ეს ყველაფერი!ჩოლე! დობო! ლევან! ლევანჩო! ჩოლონიუუუუუუუს!!! მეყვარებიიიი სამუდამოოოოოდ!!! რა მწარე ხააარ!!!შეხვედრამდე… ჩემო განსაკუთრებულო და გამორჩეულო სიყვარულო!!!ძმაზე მეტი იყავი… ჩემოოოო და მარტო ჩემოოოო!!!

Cesko