გუშინ კასპში მომხდარმა უმძიმესმა ავარიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა სამი ახალგაზრდა: გიორგი წიკლაური, გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი. სამივე მათგანი კლასელები იყვნენ და კასპში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ჰყვებიან. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ambebi.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ დაღუპულებდან ერთ-ერთი, გიორგი წიკლაური, რომელიც საჭეს მართავდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“ჯერ კიდევ ის ვერსიაა, რომ ნასვამი იყო გიო და დიდი სისწრაფით მოდიოდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მეორე მაბქანას შეეჯახა, სხვა დეტალები და ვერსიები ჯერ არ ვიცით… შეჯახების შემდეგ მანქანა გზიდან გადავიდა და ხეებს შეეჯახა.
რაც შეეხებათ ბიჭებს, გიო ხუციშვილს დედა ზუსტად შარშან ზაფხულს დაეღუპა. ერთი კვირის წინ წლისთავი ჰქონდა… სიმსივნით გარდაცვალა. ვინმეს რომ ეთქვა, ერთი წლის თავზე გიოც მასთან გაფრინდებოდაო, ვერავინ დაიჯერებდა.
გიო წიკლაურს ცოლი ჰყავს, ახლა უნდა ემშობიარა დღე-დღეზე. მასაც მამა ჰყავს დაღუპული და თვითონ და მისმა ძმამ და შეიქმნეს მომავალი, თავიანთი შრომით და წვალებით… წიკლაურის დედა საზღვარგარეთ იყო, ახლა ჩამოვიდა შვილის ქორწილისთვის და…” – გვიყვებ გარდაცვლილი ბიჭების მეგობარი.
ambebi.ge