უცნობი ფაქტები ფეხბურთის ლეგენდის, ლიონელ მესის შესახებ

0
465
23 Views

„მსოფლიო მესის ეკუთვნის,“ „ლეო, ღმერთი მარადონა გესალმება“ – ასე გამოეხმაურა მსოფლიო არგენტინის ჩემპიონობას.

არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა და მუნდიალი ისტორიაში მესამედ მოიგო. ლიონელ მესი მთელი ტურნირის განმავლობაში საკუთარ ნაკრებს მეთაურობდა. არგენტინელი ფეხბურთელი წელსაც სპორტული სამყაროს ფავორიტია.

უცნობი ფაქტები ფეხბურთის ლეგენდის, ლიონელ მესის შესახებ

ლიონელ მესი 1987 წლის 24 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოში, სელია მარია კუჩიტინისა და ხორხე ჰორაციო მესის ოჯახში დაიბადა. ფეხბურთელს მამის მხრიდან იტალიური წარმოშობა აქვს. ბებია და ბაბუა არგენტინაშოი ემგრანტების სტატუსით ჩამოვიდნენ, რეალურად კი იტალიიდან და კატალონიიდან არიან

ფეხბურთის მოყვარულ ოჯახში მესი ძმებთან, მატიასთან და როდრიგოსთნ ერთად ყოველთვის თამაშობდა. მისი ნიჭი კი ოჯახის ერთ-ერთ წევრს შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

4 წლის იყო, როცა ბებიამ პირადად წაიყვანა გრანდოლის ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში, თავის პირველ საფეხბურთო ვარჯიშზე.

უცნობი ფაქტები ფეხბურთის ლეგენდის, ლიონელ მესის შესახებ

ერთხელ, მესი ოჯახთან ერთად მატჩს ესწრებოდა, სადაც ადგილობრივი გუნდი ასაკით უფროს ბავშვებს ეთამაშებოდა. სწორედ ამ მატჩის დროს მწვრთნელმა, სალვადორ აპარიციომ შეამჩნია, რომ ერთი მოთამაშით ნაკლები ჰყავდა და ახალგაზრდა მესის ბიჭებთან ერთად თამაში სთხოვა.

ამ მომენტიდან ის სალვადორ აპარიციოს გუნდის წევრი გახდა. სწორედ მესი დაეხმარა მათ პირველი თასის მოგებაში.

უცნობი ფაქტები ფეხბურთის ლეგენდის, ლიონელ მესის შესახებ

პატარა მესის ადრეული ასაკიდანვე ზრდის ჰორმონების პრობლემა დაუდგინეს. მასაც და მის კარიერასაც დიდი საფრთხე ემუქრებოდა. საჭირო იყო ყოველდღიური მკურნალობა და ნემსების გაკეთება, რომელიც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მესის ოჯახს კი ამის სახსრები არ ჰქონდა. სტატისტიკის მიხედვით, ამ დაავადებისგან 20 000 ბავშვიდან მხოლოდ ერთი იკურნება, და ეს ერთი სწორედ ლიონელ მესი აღმოჩნდა.

არგენტინელმა თავდამსხმელმა სერიოზული საფეხბურთო კარიერა 1995 წელს „ნიუელ ოლდ ოიზში“ დაიწყო, სადაც 2000 წლამდე თამაშობდა. მალე მის ცხოვრებაში „ბარსელონა“ გამოჩნდა, რომელმაც მკურნალობის ხარჯებო მთლიანად დაფარა და ახალგაზრდა მესი საცხოვრებლად და კარიერის გასაგრძელებლად კატალონიაში გადავიდა.

„ბარსელონაში გადასვლა ჩემთვის რთული საერთოდ არ ყოფილა, რასაც ჩემს ოჯახზე ვერ ვიტყოდი. ჩემმა ძმებმა და დამ ეს ვერ მოახერხეს და არგენტინაში დაბრუნდნენ. საბოლოოდ, მხოლოდ მე და მამა დავრჩით. მკითხა, თუ რას ვაპირებდი. ჩემი პასუხი ცალსახა იყო –  ვუპასუხე, რომ დარჩენა მინდოდა.

…და ასე დაიწყო ლეგენდარული ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება.

პოპულარობის ზრდასთან ერთად მესის პირადი ცხოვრებაც ყოველთვის დიდი ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა. პროფესიონალი ფეხბურთელი ბავშვობის სიყვარულზე, ანტონელა როკუზოზეა დაქორწინებული.

უცნობი ფაქტები ფეხბურთის ლეგენდის, ლიონელ მესის შესახებ

წყვილმა ერთმანეთი ბავშვობაში, არგენტინაში, მშობლიურ ქალაქ როსარიოში გაიცნო, თუმცა მალე საფეხბურთო კარიერის გასაგრძელებლად მესის არგენტინის წლებით დატოვება მოუწია. შორმა მანძილმა მათ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ვერ მოახდინა. წყვილი 2017 წელს დაქორწინდა და მათ სამი ვაჟი ჰყავთ. როკუზო ასევე ძალიან უჭერს მხარს მესის კარიერას. მოდელი რეგულარულად გულშემატკივრობს ქმარს ფეხბურთის მატჩების დროს.

უცნობი ფაქტები ფეხბურთის ლეგენდის, ლიონელ მესის შესახებ

 

უცნობი ფაქტები ფეხბურთის ლეგენდის, ლიონელ მესის შესახებ
წყარო: marao.ge
Cesko