ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირი უარყოფს ქრისტიანულ მემკვიდრეობას და ახორციელებს მოსახლეობის ჩანაცვლებას მიგრაციის გზით

0
944
27 Views

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირი უარყოფს ქრისტიანულ მემკვიდრეობას, ახორციელებს მოსახლეობის ჩანაცვლებას მიგრაციის გზით და ახორციელებს ლგბტქ თავდასხმას ოჯახებისთვის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე დღის წინ ლიეტუვამ ამ კუთხით ბრძოლა წააგო და ევროპელებს ბრძოლის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩათ.

„ევროკავშირი უარყოფს ქრისტიანულ მემკვიდრეობას, ახორციელებს მოსახლეობის ჩანაცვლებას მიგრაციის გზით და ლგბტქ თავდასხმას ოჯახების მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ. ჩვენი პოზიცია ნათელია – არ გვსურს, ყველას ჰქონდეს ერთნაირი რწმენა, არ გვსურს, ყველას ჰქონდეს ერთნაირი ოჯახური ცხოვრება. მომდევნო რამდენიმე წლის კიდევ ერთი ევროპული პროცესი, რომელშიც უნგრელებს მოუწევთ ყოფნა, არის ბრძოლა ფედერალისტებსა და სუვერენისტებს შორის. ევროკავშირი არის ან იმპერია, ან ერი. აქ ჩვენ მივიღეთ დარტყმა, როდესაც ჩვენმა ინგლისელმა მეგობრებმა დატოვეს ევროკავშირი. ამით ჩვენ დავკარგეთ ბალანსი ევროკავშირში ფედერალისტებსა და სუვერენისტებს შორის. ადრე იყო, რომ ფრანგები და გერმანელები, როგორც ფედერალისტები, ერთ მხარეს იყვნენ, ხოლო ინგლისელები და ჩვენ, ვიშეგრადის ოთხეული, მეორე მხარეს. გარდა ამისა, ფედერალისტებმა დაიწყეს შეტევა ვიშეგრადის ოთხეულზე და შეგვიძლია, დავინახოთ შედეგი. ჩეხები მეორე მხარეს გადავიდნენ, სლოვაკეთი ირყევა, მხოლოდ პოლონელები და უნგრელები უძლებენ”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

Cesko