24 Views
რუსთავში ძმამ ძმას სცემა. XIX მიკრორაიონში, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში 40 წლამდე ძმებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
„ინფო რუსთავის” ცნობით, რამდენიმე წლით უმცროსმა ძმამ უფროს ძმას სხვადასხვა ადგილზე დაზიანება მიაყენა რის შემდეგაც ნაცემი მამაკაცი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. პოლიციამ ბრალდებული მამაკაცი ადგილზე დააკავა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
„ინფო რუსთავი”