35 Views
ზაფხული და მანქანაში დატოვებული პლასტმასის ბოთლი, შეიძლება თუ არა იმ ბოთლიდან წყალი დალიოთ – ამ თემაზე ექიმმა, გიორგი ღოღობერიძემ, გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი” ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა.
ექიმი განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვებზე ამახვილებს და გვაფრთხილებს, რომ ბავშვებს ზაფხულში მანქანაში დატოვებული პლასტმასის ბოთლიდან წყალი ან წვენი არ დავალევინოთ.
„თუ ბავშვს მანქანაში დატოვებული წყლისთვის ხელი მიუწვდება, გირჩევდით, რომ არ გააკაროთ. შეიძლება ზრდასრული ადამიანისთვის მავნე არ იყოს, მაგრამ ბავშვის სხეულისთვის ეს მავნეა”, – აცხადებს ექიმი