37 Views
ადვოკატი და ორგანიზაცია ,,ვემსახურები საქართველოს” თავმჯდომარე, მარი საბიაშვილი ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ბულვარში, მეტროპოლთან ერთი მოხუცი ქალი ზის და ფანდურზე უკრავს… არ იცის ცხადია…წინ უდევს ქუდი და ხურდას აგროვებს. ხალხს ძალიან ეცოდება და ეახმარებიან.
შორიახლოს ორი 60 წლამდე ქალბატონი ტრიალებს. ვითომ მასთან არ არიან, მიდიან შემდეგ ჩუმად და ხურდას იღებენ…
1. ან ეს ქალი ძალადობის მსხვერპლია.
2. ან სულაც არაა მოხუცი და კარგი ბიზნესი აქვთ…
ერთ-ერთი ქალი მიხვდა, რომ ფაქტი დავაფიქსირე, მივიდა და ხურდა ჩაუგდო… იქვე დავჯექი და გავაგძელე დაკვირვება… ვერ მოითმინა, მივიდა და ისევ ამოხვეტა ხურდები..
შინაგან საქმეთა სამინისტრო
კარგია,თუ გამოარკვევთ რა ხდება ამ ქალის თავს..ბიზნესს ავიტანთ, მაგრამ ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი… ცოდოა…”