ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს?! – რას აცხადებს გიორგი სააკაშვილი

0
3418
23 Views

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს მართლა გააჩნია ისტორიული შანსი, მივესალმები, თუ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ნაბიჯს გადადგამს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, შეიძლება თუ არა, ზურაბიშვილმა პოზიცია შეცვალოს და ყოფილი პრეზიდენტი გაათავისუფლოს, სააკაშვილმა უპასუხა, რომ კარგად ახსოვს პრეზიდენტის ფრაზა -„არა და არასდროს”, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის ძმამ გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის მოგვიანებით გაკეთებული განცხადებაც, რომელიც ე.წ. ელექტრონულ სამაჯურს უკავშირდებოდა.

„ჩვენ კარგად გვახსოვს – „არა და არასდროს”. შემდეგში თქვა: ელექტრონული სამაჯური.

როცა სასამართლო პროცესზე, ჩემი ძმის ჩართვა იყო, თქვა, მზად ვარ, გამოვიდე ელექტრონული სამაჯურით, დავჯდე და დავილაპარაკოო, ვინაიდან, ერთ მხარესაც უნდა მოუსმინოს მოსახლეობამ და მეორე მხარესაც. 2012 წლის შემდეგ, ყოველდღიური პროპაგანდაა, რომ მიშა ცუდია, მიშა ასეთია, ისეთია, მაგრამ ფაქტია, რომ მილიონი ადამიანი მიშა სააკაშვილის იდეებს სტაბილურად უჭერს მხარს.

მე ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს მართლა გააჩნია ისტორიული შანსი, მივესალმები, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ვინაიდან, ჩვენ, ქვეყანა მსოფლიოს წინაშე წარვდგებით, როგორც მართლა დემოკრატიის შუქურა.

გვარამიას შეწყალებას სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი, მოხდა პოლარიზაცია? მმართველი პარტია ალბათობას უშვებს ფაქტია, რომ ზურაბიშვილმა შეიძლება შეიწყალოს. ისტორია განსჯის, [სააკაშვილს] რა შეთითხნილი მიზეზებითაც აქვს წარდგენილი ბრალდებები, მაგრამ ახლა, ჩემთვის, როგორც ძმისთვის, მნიშვნელოვანია, ჯანმრთელს ვხედავდე, რაც გამოიხატება იმაში, რომ მინიმუმ, გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

Cesko