„არ შევხვდი, სიმართლის შემეშინდა…“ – რას ამბობდა რამდენიმე საათის წინ გარდაცვლილი გია ფერაძის შვილი მარიკუნა მიქატაძე მამაზე

0
5201
26 Views

დღეს, 14 ივლისს მსახიობ გია ფერაძის ქალიშვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა. მარიკუნა ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო. შემთხვევით თუ განზრახ საკუთარმა მამამ დედა მოუკლა და შემდეგ დარჩენილი სიცოცხლე ციხეში გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ გია ფერაძე ორ წელში გარდაიცვალა. ტრაგედიის დატრიალების დროს მარიკუნა 11 თვის იყო. ის ბაბუამ, ცნობილმა მოქანდაკემ ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.

მარიკუნა მიქატაძე ერთ-ერთ ინტერვიუში მამასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ ტრაგედიის მომენტში გიას სისუსტემ უფრო შეზარა ვიდრე მომხდარმა ტრაგედიამ, რადგან გიამ ცოლი მიატოვა და თავდაპირველად სახლიდან გაიპარა.

“ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედა, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი და რომ ეს მართლაც უბედური შემთხვევა იყო, ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭორები სულ გონებას მირევს, ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგუა ამას, აიღო და ესროლა. ზოგი ამბობს, რომ იმ კალამს ჩვენც გვიშვერდა, ყველას გვაშინებდა იმ კალმითო. ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედაჩემს პირდაპირ გულში მოხვდა, არტერია დაუზიანა, ექიმებიც ვერ უშველიდნენ, მაშინვე რომც მისულიყვნენ.

გაორებული ვარ, ხან როგორ ვფიქრობ, ხან – როგორ… 19 წლის ვიყავი, როცა ჩემთან შეხვედრა მოისურვა გიას ადვოკატმა. სამწუხაროდ, გვარი და სახელი არ ვიცი. უნდოდა, რომ სიმართლე ეთქვა. მე არ შევხვდი, სიმართლის შემეშინდა, იმ ეტაპზე არ ვიყავი მზად… სამიოდე თვის შემდეგ, როცა თავს მოვერიე და ვთქვი, რომ მირჩევნია, სიმართლე ვიცოდე და იმ სიმართლით ვიცხოვრო მთელი ცხოვრება-მეთქი, მერე უკვე ვეღარაფერი გავარკვიე. ის კაცი რომ მოვიკითხე, მითხრეს, გარდაიცვალაო…

იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა, მოაწყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა, დააწვინა, „ადიალა“ გადააფარა, იარაღი „დუხოვკაში“ შედო და გაიპარა. დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა დედას… თავიდან ეგონათ, რომ ქურდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი იმას ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო. გია…  წასულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას მივიდა და ჩაბარდა. ეგ იყო ჩემთვის ძალიან ცუდი ფაქტი. კი თქვეს ექიმებმა, მაინც არაფერი ეშველებოდაო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოცხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველას ითხოვდა…“ – ამბობდა მარიკუნა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში“.

“მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი და რაც დაემართა, დარწმუნებული ვარ, შემთხვევით მოუვიდა, მე ვამაყობ, რომ გია ფერაძის შვილი ვარ. მთელი ქვეყნის სიყვარული აქვს დამსახურებული. ყველა ფეხის ნაბიჯზე მხვდებიან და სიყვარულს მიხსნიან, როგორც მის შვილს. ერთი ადამიანი არ შემხვედრია, რომ აუგი ეთქვას გიაზე. ყველა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენიებს. ძალიან მაგარი მსახიობი იყო. ძალიან მიყვარს ფილმი „არასერიოზული კაცი.“ ვინც გიას იცნობდა, ყველა ამბობდა, რომ ის ზუსტად ისეთი იყო, როგორც ამ ფილმში. ერთგვარად მისი თავი ითამაშა”, – ამბობდა მარიკუნა.

წყარო: https://tia.ge/

Cesko