191 Views
ნიკა გვარამია კიევში, უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერს, დავით არახამიას შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაცია “მთავარი არხის” დამფუძნებელმა თავად გაავრცელა და ფოტოებიც გამოაქვეყნა:
“პირველი ფოტო ახლად დაწყებულ თანამშრომლობაზეა, მეორე – ახლად დაწყებულ ძმაკაცობაზე.
დავით არახამია იმ იშვიათთაგანია, ვისთანაც ორივე ერთდროულადაა შესაძლებელი.
ps ორივე რპმ აფხაზეთიდან დევნილები ვართ, უმნიშვნელო არ აღმოჩნდა არც თანამშრომლობისთვის და არც ძმაკაცობისთვის :)))”