ვიქტორ ორბანი: უკრაინაში ომი მაშინვე დასრულდება, როგორც კი ამას აშშ მოისურვებს

0
253
22 Views

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განაცხადაებით, უკრაინაში მიმდინარე ომი მაშინვე დასრულდება, როგორც კი ამას აშშ მოისურვებს, ვინაიდან უკრაინამ სუვერენიტეტი დაკარგა.

მისივე თქმით, თუ ვაშინგტონი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებდა, ეს მომდევნო დილითვე მოხდებოდა.

„თუ ამერიკელები მოისურვებენ, მშვიდობა ხვალ დილითვე დამყარდება. რატომ არ სურთ ეს ამერიკელებს – ამ კითხვაზე მთელი მსოფლიო ფიქრობს. რეალურად, უკრაინამ სუვერენიტეტი დაკარგა: მას არ აქვს ფული, სამხედრო მრეწველობა, არ აქვს საკუთარი სიმძლავრეები სამხედრო წარმოებისთვის. ფულს უკრაინა ძირითადად აშშ-ისგან იღებს, სამხედრო საშუალებებს – ასევე ამერიკისა და დასავლეთისგან”, – აღნიშნავს უნგრეთის პრემიერი

Cesko