ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონ დოლარამდე ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს

0
258
46 Views

გაერთიანებული სამეფო უკრაინას 64.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს. თანხები განკუთვნილია ტექნიკის შეკეთებისა და სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი ტრანშის ფარგლებში, რომელსაც ნატოს სამიტზე განიხილავენ, გაერთიანებული სამეფო და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უზრუნველყოფენ Challenger 2-სთვის ათასობით დამატებით საბრძოლო მასალას და 70-ზე მეტ საბრძოლო და ლოგისტიკურ მანქანას. პროგრამებს ნატოს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი დააფინანსებს.

„ნატოში გაწევრიანების გზაზე უკრაინის პროგრესის მხარდაჭერა, ფორმალურ, მრავალმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებთან ერთად და ნატოს წევრების აბსოლუტური მხარდაჭერა ძლიერ სიგნალს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს და ევროპაში მშვიდობას დააბრუნებს“, – დასძინა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

Cesko