„ჩასვლის დღიდან სოსომ წონაში დაიწყო მატება…“ – სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

0
1243
24 Views

„სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებით დამამიმედებელი ინფორმაციებია თურქეთიდან”, – ამის შესახებ პოლიტიკოსი დათო ლორთქიფანიძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს.

პოსტსი შემდეგ “დაიჯესტი” დავით ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა და მსახიობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხავ დაუსვა. მისი თქმით მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„…მადლობა უფალს, სოსოსთან დაკავშირებით დამამიმედებელი ინფორმაციებია თურქეთიდან და იმედია სოსო დაძლევს და გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება მისი შესრულებული როლების გამო და ქვეყნისათვის უმძიმეს პოლიტიკურ წლებში სწორი პოზიციის დაჭერის გამო მის დამფასებელ ადამიანებს. ანალიზები კარგია, ექიმები კმაყოფილები არიან, მედიკოსები ფიქრობდნენ, რომ თუ კი ქიმიის ამ ტიპის კურსი შედეგს ვერ გამოიღებდა ისინი სხვა ტიპის ქიმიას დაუნიშნავდნენ, თუმც საჭირო არ გახდა, ჩასვლის დღიდან სოსომ წონაში დაიწყო მატება, ექიმების შეფასებით ეს კარგი მაჩვენებელა. თვითონაც იმედიანადაა”, – განუცხადა „დაიჯესტს” დავით ლორთქიფანიძემ.

Cesko