,, დღეს თითქოს შეჭამა, მერე დაჯდა, ფერი დაკარგა, მითხრა, რომ გული ერევა” – გიული ალასანია

0
346
18 Views

“ვერ იღებს საკვებს, იმიტომ, კი არა, რომ მე კალორიული საჭმელი არ მიმაქვს, მიმაქვს ის, რისი ასე თუ ისე მიღება შეუძლია,” – ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილის დედა ქართული ოცნების ლიდერების მესიჯბოქსს, თითქოს, მესამე პრეზიდენტთან ოჯახს კალორიული საკვები არ მიაქვს.

გიული ალასანია განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი ვერ ითვისებს იმ საკვებს, რასაც იღებს დღის განმავლობაში.

ყოველი დილა იწყება წნევით – 150/100-ზე. კვების პრობლემები ისევ აქვს, დღეს თითქოს შეჭამა, მერე დაჯდა, ფერი დაკარგა, მითხრა, რომ გული ერევა, ვერ იღებს საკვებს, იმიტომ, კი არა, რომ მე კალორიული საჭმელი არ მიმაქვს, მიმაქვს ის, რისი ასე თუ ისე მიღება შეუძლია,“ – განაცხადა გიული ალასანიამ.

ალასანიას თქმით, ქართველმა ექიმებმა ადგილობრივ კლინიკებში გააგზავნეს კითხვა – შეძლებენ თუ არა ისინი იმ დიაგნოზების მკურნალობას, რაც მესამე პრეზიდენტს დაუდგინეს.

ვიცი, რომ ჩატარდა გამოკვლევა, ექიმთა ასოციაციებია 0- ვილი პაჭკორია, მანანა ჯაბოშვილი – საქართველოში კლინიკებს მიმართეს შეკითხვებით და ჩამონათვალი იყო დიაგნოზების და მიმართეს შეკტხვით, თუ აქვთ ასეთი გამოცდილება, პაციენტები თუ ჰყოლიათ და დიდი ნაწილი უაარყოფითი პასუხი იყო, 6 პროცენტზე ნაკლები იყო, რომ შეეცადნენ მკურნალობას და ლეტალური შედეგით დასრულდა. იმიტომ მიმაჩნია, რომ სადმე – არც უცხოეთში არ აქვს ყველა კლინიკას ამის გამოცდილება, მაგრამ სადაც აქვს, როგორმე იქ მოხდეს გადაყვანა,“ – ამბობს გიული ალასანია.

tvpirveli

Cesko